COLUMN
ფორმულის სახელი:
- COLUMN
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს უჯრის სვეტის ნომერს
ფორმულის მოწყობა:
- =COLUMN([reference])
ფორმულის არგუმენტები:
[reference] – უჯრა
COLUMN გვაძლევს უჯრის სვეტის ნომერს. ფორმულაში შეგვაქვს ერთი არგუმენტი – reference, თუმცა როგორც ხედავთ ეს არგუმენტი ჩასმულია ოთხკუთხედ ფრჩხილებში „[]“ რაც ნიშნავს რომ ამ არგუმენტის გამოყენება არ არის სავალდებულო. ანუ ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არაფერი შევიტანოთ ამ ფორმულაში ( “=ROW()” )
მაგალითი N1 – როდესაც ფორმულაში შეგვაქვს უჯრა
როგორც ქვემოთ მაგალითშია მოცემული, A2, A3 და A4 უჯრებში გვიწერია ფორმულა Column.
A2 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 1, რადგან ფორმულაში შეტანილია A1 უჯრა, რომლიც არის განლაგებული პირველ სვეტში.
A3 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 3, რადგან ფორმულაში შეტანილია C1 უჯრა რომლიც არის განლაგებული მესამე სვეტში.
A4 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 6, რადგან ფორმულაში შეტანილია F93 უჯრა რომლიც არის განლაგებული მეექვსე სვეტში.
მაგალითი N2 – როდესაც ფორმულაში არ შეგვაქვს უჯრა
როგორც ვხედავთ A8 უჯრაში წერია ფორმულა – „Column()“ რომელში არ არის უჯრა შეტანილი. ასეთ შემთხვევაში ფორმულის პასუხია იმ სვეტის ნომერი რომელშიც არის უჯრა განლაგებული.
შესაბამისად A8 უჯრაში ჩაწერილი ფორმულის პასუხი არის 1.
მაგალითი N3 – როდესაც ვწერთ სივრცით ფორმულად CTRL+SHIFT+ENTER
Column ფორმულა შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე სივრცითი ტიპის დაწერის დროს. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ერთი უჯრის არამედ სივრცის სვეტის ნომრების მიღება.
ქვემოთ მოცემულ მაგალითებში (ოთხივე შემთხვევაში) Column ფორმულაში შეტანილი გვაქვს სივრცე A17-დან C17-ის ჩათვლით.
რადგან Column ფორმულას ვიყენებთ სივრცითად (ფორმულის დაწერის დასრულების შემდგომ ვაჭერთ არა უბრალოდ Enter-ს, არამედ Ctrl+Shift+Enter) მისგან მიღებული შედეგები იქნება ასეთი: {1,2,3} რომელიც შემდგომ ამ ოთხ მაგალითში შეგვაქვს შემდეგ ფორმულებში: Count, Sum, Max. Min
A12 – Count – შედეგია 3, რადგან ამ სივრცეში არის სამი უჯრა
A13 – Sum – შედეგია 6 რადგან Column ფორმულის შედეგად მიღებული სტრიქონის ნომრების {1,2,3} ჯამი არის 6.
A14 – Max – შედეგია 3, რადგან Column ფორმულის შედეგად მიღებული სტრიქონის ნომრებში {1, 2, 3} ყველაზე დიდი რიცხვი არის 3.
A15 – Min – შედეგია 1, რადგან Column ფორმულის შედეგად მიღებული სტრიქონის ნომრებში {1, 2, 3} ყველაზე პატარა რიცხვი არის 1.
სხვა ფორმულების განმარტებები