ROW
ფორმულის სახელი:
- ROW
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს უჯრის სტრიქონის ნომერს
ფორმულის მოწყობა:
- =ROW([reference])
ფორმულის არგუმენტები:
[reference] – უჯრა
ROW ფორმულა გვაძლევს უჯრის სტრიქონის ნომერს. ფორმულაში შეგვაქვს ერთი არგუმენტი – reference, თუმცა როგორც ხედავთ ეს არგუმენტი ჩასმულია ოთხკუთხედ ფრჩხილებში „[]“ რაც ნიშნავს, რომ ამ არგუმენტის გამოყენება არ არის სავალდებულო. ანუ ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არაფერი შევიტანოთ ამ ფორმულაში ( “=ROW()” )
მაგალითი N1 – როდესაც ფორმულაში შეგვაქვს უჯრა
როგორც ქვემოთ მაგალითშია მოცემული, A2, A3 და A4 უჯრებში გვიწერია ფორმულა Row.
A2 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 1, რადგან ფორმულაში შეტანილია A1 უჯრა რომლიც არის განლაგებული პირველ სტრიქონზე.
A3 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 7, რადგან ფორმულაში შეტანილია B7 უჯრა რომლიც არის განლაგებული მეშვიდე სტრიქონზე.
A4 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 19, რადგან ფორმულაში შეტანილია N19 უჯრა რომლიც არის განლაგებული მეცხრამეტე სტრიქონზე.
მაგალითი N2 – როდესაც ფორმულაში არ შეგვაქვს უჯრა
როგორც ვხედავთ A8 უჯრაში წერია ფორმულა – „Row()“ რომელში არ არის უჯრა შეტანილი. ასეთ შემთხვევაში ფორმულის პასუხია იმ სტრიქონის ნომერი რომელშიც არის უჯრა წერია განლაგებული.
შესაბამისად A8 უჯრაში ჩაწერილი ფორმულის პასუხი არის 8, ხოლო A11 უჯრაში ჩაწერილი ფორმულის პასუხი – 11.
მაგალითი N3 – როდესაც ვწერთ სივრცით ფორმულად CTRL+SHIFT+ENTER
Row ფორმულა შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე სივრცითი ტიპის დაწერის დროს. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ერთი უჯრის არამედ სივრცის სტრიქონების ნომრების მიღება.
ქვემოთ მოცემულ მაგალითებში (ოთხივე შემთხვევაში) Row ფორმულაში შეტანილი გვაქვს სივრცე A14-დან A16-ის ჩათვლით.
რადგან Row ფორმულას ვიყენებთ სივრცითად (Ctrl+Shift+Enter) მისგან მიღებული შედეგები იქნება ასეთი: {14,15,16} რომელიც შემდგომ ამ ოთხ მაგალითში შეგვაქვს შემდეგ ფორმულებში: Count, Sum, Max. Min
B14 – Count – შედეგია 3, რადგან ამ სივრცეში არის სამი უჯრა
B15 – Sum – შედეგია 45 რადგან Row ფორმულის შედეგად მიღებული სტრიქონის ნომრების {14,15,16} ჯამი არის 45.
B16 – Max – შედეგია 16, რადგან Row ფორმულის შედეგად მიღებული სტრიქონის ნომრებში {14, 15, 16} ყველაზე დიდი რიცხვი არის 16.
B17 – Min – შედეგია 14, რადგან Row ფორმულის შედეგად მიღებული სტრიქონის ნომრებში {14, 15, 16} ყველაზე პატარა რიცხვი არის 114
მსგავსი სტატიები