SUBSTITUTE
ფორმულის სახელი:
- SUBSTITUTE
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- ანაცვლებს სიმბოლოს(ებს) სხვა სიმბოლოთი(ებით)
ფორმულის მოწყობა:
- = SUBSTITUTE(text, old_text, new_text, [instance])
ფორმულის არგუმენტები:
Text – უჯრა, მონაცემი
Old_text – სიმბოლო(ები) რომლებიც უნდა შეიცვალოს
New_text – სიმბოლო(ები) რომლითაც უნდა შეიცვალოს
[instance] – მერამდენე სიმბოლო უნდა შეიცვალოს
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა ან რაიმე სიმბოლო(ები) და ვუთითებთ, არსებული სიმბოლოებიდან რომელი სიმბოლო გვინდა შევცვალოთ სხვა სიმბოლოთი.
თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ სიმბოლო რომელიც მეორდება, მაგ: “AAABC” – მეორდება A, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ყველა შევცვალოთ თუ რომელიმე კონკრეტული, ამას ვაკეთებთ instance – არგუმენტის გამოყენებით. როგორც ვხედავთ ეს არგუმენტი არასავალდებულოა რადგან ოთხკუთხედ ფრჩხილებშია “[instance]” . თუ ამ არგუმენტს ცარიელს დავტოვებთ მაშინ ყველა სიმბოლო (ჩვენს შემთხვევაში სამივე A) ჩანაცვლდება ახალი სიმბოლოთი, ხოლო თუ გვინდა მხოლოდ მეორე A შევცვალოთ ახალი სიმბოლოთი, მაშინ ვუთითებთ -2-ს.
მაგალითი
როგორც ვხედავთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში A სვეტში გვაქვს სხვადასხვა მონაცემები,
B სვეტში წერია მონაცემებში არსებული რომელი სიმბოლო გვინდა რომ ჩავანაცვლოთ, C სვეტში გვიწერია თუ რა სიმბოლოთი გვინდა ჩავანაცვლოთ.

განვიხილოთ ფორმულების შედეგები:
რას აკეთებს D3 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A3 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული ყველა სიმბოლო – B, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – D.
რას აკეთებს D4 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A4 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული პირველი სიმბოლო – B, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – D. ეს მოხდა იმიტომ რომ არგუმენტ [instance]-ში მითითებულია 1.
რას აკეთებს D5 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A5 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული მეორე სიმბოლო – B, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – D. ეს მოხდა იმიტომ რომ არგუმენტ [instance]-ში მითითებულია 2.
რას აკეთებს D6 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A6 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული რიცხვი 1, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – V.
რას აკეთებს D7 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A7 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული ტექსტი „ეა-“ ჩანაცვლებულია არაფრით. არფერი ექსელში იწერება შემდეგნაირად “” (ბრჭყალის გახსნა და დახურვა, ისე რომ ბრჭყალებში შიგნით არაფერი შეგვაქვს.).
მსგავსი სტატიები
- AVERAGEAფორმულის სახელი: Averagea ფორმულის ტიპი: სტატისტიკური ფორმულის აღწერა: გამოიანგარიშებს: რიცხვების, მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებული მნიშვნელობების საშუალოს. გამოთვლაში მონაწილეობს ლოგიკური მნიშვნელობები და ტექსტები. ფორმულის მოწყობა: =AVERAGEA(value1, [value2]… value255) ფორმულის არგუმენტები: value1, value2 – უჯრები/დიაპაზონები ან ცალკეული მნიშვნელობები, რომელთა საშუალოც გვინდა. …
- Tფორმულის სახელი: T ფორმულის ტიპი: ტექსტი ფორმულის აღწერა: აბრუნებს შეყვანილ მნიშვნელობას, თუ ის ტექსტია; წინააღმდეგ შემთხვევაში აბრუნებს ცარიელ ტექსტს “” ფორმულის მოწყობა: =T(value) ფორმულის არგუმენტები: value — უჯრა ან მნიშვნელობა, რომლის ტექსტად ქცევაც/შემოწმება გვინდა. მაგალითი N1 — „მხოლოდ ტექსტი …
- MAXIFSფორმულის სახელი: MAXIFS ფორმულის ტიპი: სტატისტიკური ფორმულის აღწერა: აბრუნებს უდიდეს რიცხვს მითითებული დიაპაზონიდან, რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან მრავალ კრიტერიუმს. ფორმულის მოწყობა: =MAXIFS(max_range, criteria_range1, criteria1, [criteria_range2, criteria2], …) ფორმულის არგუმენტები: max_range — დიაპაზონი, საიდანაც უნდა მივიღოთ მაქსიმუმი. criteria_range1 — დიაპაზონი, სადაც …
- Power Query Editor Excel-შიPower Query არის Excel-ის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მონაცემების ჩატვირთვისთვის, გარდაქმნისთვის და დამუშავებისთვის. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების გაწმენდა, გაერთიანება და მომზადება ანალიზისთვის, ეს ყველაფერი კი შესაძლებელია რთული კოდის გამოყენების გარეშე. Power Query Editor-ის დანიშნულება Power Query Editor წარმოადგენს …
- ISNAფორმულის სახელი: ISNA ფორმულის ტიპი: ინფორმაციული ფორმულის აღწერა: ამოწმებს, არის თუ არა მნიშვნელობა #N/A ტიპის შეცდომა და აბრუნებს TRUE თუ არის, ან FALSE თუ არ არის. ფორმულის მოწყობა:=ISNA(value) ფორმულის არგუმენტები: value – უჯრა ან მნიშვნელობა, რომლის შეფასებაც გვინდა. შენიშვნა …
- POWERფორმულის სახელი: POWER ფორმულის ტიპი: მათემატიკური ფორმულის აღწერა: POWER ფუნქციას რიცხვი აჰყავს ხარისხში. ფორმულის მოწყობა:=POWER(number, power) ფორმულის არგუმენტები: number – საწყისი რიცხვი power – ხარისხი, რომელშიც უნდა ავიყვანოთ რიცხვი მაგალითები: პირველ მაგალითში, C2 უჯრა, ფორმულის პასუხია 2. ეს ლოგიკურია, …



