Index+Match
ამ ორი ფორმულის კომბინაცია ძირითადად გამოიყენება მაშინ როდესაც ვერ ვიყენებთ Vlookup ან Hlookup ფორმულებს. თუმცა არა მარტო ასეთ შემთხვევებში.
პრაქტიკულ მაგალითამდე გავიხსენოთ რას გვაძლევს შედეგად აღნიშნული ფორმულები
გვაძლევს შერჩეული სივრციდან კონკრეტული სტრიქონისა და სვეტი კვეთაზე არსებული უჯრის მნიშვნელობას.
ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, კონკრეტულ სვეტში ან სტრიქონში და პასუხად გვაძლევს ამ სვეტში ან სტრიქონში პირველივე უჯრის პოზიციას, რომელშიც წერია ის მნიშვნელობა რასაც ეძებთ. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი და მიახლოებითი)
Index+Match კომბინაციის მაგალითი N1
გვაქვს ორი ბაზა, ბაზა #1 და ბაზა #2 სადაც სახელები და გვარები უნიკალურია. ორივე ბაზა ერთი და იგივე ადამიანების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. თუმცა სახელების მიმდევრობა არეულია.
მეორე ბაზიდან გვინდა ბაზა N1-ში გადმოვიტანოთ სახელისა და გვარის შესაბამისი ანგარიშის ნომერი. თუმცა რადგან მეორე ბაზა იწყება ანგარიშის ნომრით და მერე მოსდევს მას სახელისა და გვარის სვეტი, აქ ჩვენ Vlookup- ფორმულას ვერ გამოვიყენებთ. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ Index+Match კომბინაცია.
С3 უჯრაში გვაქვს ფორმულა: =INDEX($A$13:$B$19,MATCH(A3,$B$13:$B$19,0),1)
გავიხსენოთ რა არგუმენტებისგან შედგება ინდექს ფორმულა: =INDEX (array, row_num, [col_num])
ჩვენს შემთხვევაში:
Array = $A$13:$B$19
ეს არის სივრცე საიდანაც უნდა გადმოვიტანოთ ჩვენთვის სასურველი უჯრა.
row_num = MATCH(A3,$B$13:$B$19,0)
MATCH- ფორმულის გვეუბნება თუ ამ სივრცეში ($B$13:$B$19), მერამდენე პოზიციაზე (სტრიქონში) წერია ის რასაც ვეძებთ (A3 – ამირან კახიშვილი)
ანუ index ფორმულის მეორე არგუმენტად შეგვაქვს Match ფორმულა.
[col_num] = 1
სვეტის ნომერი იმ სივრცეში საიდანაც გვინდა უჯრის გადმოტანა.
Index+Match კომბინაციის მაგალითი N2
გვაქვს ორი ბაზა, ბაზა N1 და ბაზა N2 სადაც სახელები და გვარები უნიკალურია. ორივე ბაზა ერთი და იგივე ადამიანების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. თუმცა სახელების მიმდევრობა არეულია.
მეორე ბაზიდან გვინდა ბაზა N1-ში გადმოვიტანოთ სახელისა და გვარის შესაბამისი ხელფასი, თვეების მიხედვით. თუმცა, რადგან მეორე ბაზა იწყება ანგარიშის ნომრით და მერე მოსდევს მას სახელისა და გვარის სვეტი, აქ ჩვენ Vlookup- ფორმულას ვერ გამოვიყენებთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ბაზა N1 და ბაზა N2-ში თვეების მიმდევრობაც განსხვავებულია.
როგორ უნდა უნდა გამოვიყენოთ ასეთ შემთხვევაში Index+Match კომბინაცია.
D3 უჯრაში გვაქვს ფორმულა: =INDEX($A$13:$D$19,MATCH($A3,$B$13:$B$19,0),MATCH(D$2,$A$12:$D$12,0))
გავიხსენოთ რა არგუმენტებისგან შედგება ინდექს ფორმულა: =INDEX (array, row_num, [col_num])
ჩვენს შემთხვევაში:
Array = $A$13:$B$19
ეს არის სივრცე საიდანაც უნდა გადმოვიტანოთ ჩვენთვის სასურველი უჯრა.
row_num = MATCH($A3,$B$13:$B$19,0)
MATCH- ფორმულის გვეუბნება თუ ამ სივრცეში ($B$13:$B$19), მერამდენე პოზიციაზე (სტრიქონში) წერია ის რასაც ვეძებთ (A3 – ამირან კახიშვილი)
ანუ index ფორმულის მეორე არგუმენტად შეგვაქვს Match ფორმულა.
[col_num] = MATCH(D$2,$A$12:$D$12,0)
MATCH- ფორმულის გვეუბნება თუ ამ სივრცეში (D$2,$A$12:$D$12), მერამდენე პოზიციაზე (სვეტში) წერია ის რასაც ვეძებთ (D$2 – იანვარი)
ანუ index ფორმულის მესამე არგუმენტად შეგვაქვს Match ფორმულა.
მსგავსი სტატიები