ინსტალაცია — თუ Windows ფაილის გაშვებას ბლოკავს
- ჩამოტვირთეთ ახალი XLab-Assistant-Setup.exe მხოლოდ excellab.ge-დან.
- შეინახეთ თქვენი სამუშაო და დახურეთ Excel, Word და PowerPoint. ინსტალერი დაელოდება სამივე პროგრამის დახურვას.
- გაუშვით ჩამოტვირთული ფაილი. თუ გამოჩნდა Windows protected your PC, შეამოწმეთ ფაილის სახელი. მხოლოდ ჩვენი საიტიდან ჩამოტვირთული ინსტალერისთვის აირჩიეთ More info → Run anyway, თუ ეს ღილაკები ხელმისაწვდომია.
- თუ Run anyway არ ჩანს: დახურეთ გაფრთხილება. ჩამოტვირთულ ფაილზე მარჯვენა ღილაკით აირჩიეთ Properties → General. თუ ჩანს Unblock, მონიშნეთ და დააჭირეთ Apply → OK, შემდეგ ხელახლა გაუშვით ინსტალერი.
- თუ ფაილი კვლავ იბლოკება ან Unblock არ ჩანს, დაუკავშირდით მხარდაჭერას; სამსახურის კომპიუტერზე მიმართეთ IT ადმინისტრატორს. ორგანიზაციის პოლიტიკამ შესაძლოა ინსტალაცია შეზღუდოს.
- ინსტალაციის დასრულების შემდეგ გახსენით Office და აირჩიეთ Home → XLab. შედით იმავე ExcelLab ანგარიშით.
რატომ ჩანს გაფრთხილება? ამჟამინდელ ინსტალერს Windows-ის მიერ სანდოდ მიჩნეული გამომცემლის ხელმოწერა არ აქვს და შეიძლება ეწეროს Unknown publisher. ფაილის სახელი თავისთავად სანდოობას არ ადასტურებს.
ინსტალაციაში დახმარება