
AVERAGEA
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი ნოემბერი 10, 2025
ფორმულის სახელი:
Averagea
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- გამოიანგარიშებს: რიცხვების, მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებული მნიშვნელობების საშუალოს. გამოთვლაში მონაწილეობს ლოგიკური მნიშვნელობები და ტექსტები.
ფორმულის მოწყობა:
=AVERAGEA(value1, [value2]… value255)
ფორმულის არგუმენტები:
- value1, value2 – უჯრები/დიაპაზონები ან ცალკეული მნიშვნელობები, რომელთა საშუალოც გვინდა.
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: რიცხვი(ები), უჯრა(ები), სივრცე(ები) და სხვა მნიშვნელობები.
მაგალითი N1
განვიხილოთ ქვემოთ მოცემული მაგალითი. A სვეტში არის მონაცემები (10,10,10, TRUE), ხოლო D სვეტში ფორმულები.
D2 უჯრაში არსებული ფორმულა:
=AVERAGE(A2:A7) → 30 (რადგან ლოგიკური მნიშვნელობა TRUE არ გამოიყენება ამ ფორმულის კალკულაციაში)
D3 უჯრაში არსებული ფორმულა:
=AVERAGEA(A2:A7) → 7.75 (TRUE ითვლება როგორც 1 ⇒ (10+10+10+1)/4)
რას აჩვენებს: AVERAGEA იყენებს ლოგიკურ მნიშვნელობებსაც როგორიაცაა TRUE, FALSE, ამიტომ იცვლება ფორმულის შედეგი.
მაგალითი N2 — შერეული ტიპები (საკუთარი მაგალითი)
B8:B12 სივრცეში მოცემულია შემდეგი მონაცემები: 10, TRUE, “გამარჯობა“, FALSE, 10
=AVERAGEA(B8:B12) → (10 + 10) / 2 = 20/2 = 10
=AVERAGEA(B2:B7) → (10 + 1 + 0 + 0 + 10) / 5 = 21/5 ≈ 4.2
მნიშვნელოვანი ინფოარმაცია AverageA-ს გამოყენებისას!
- ტექსტი vs ცარიელი: ტექსტი (მათ შორის “” — ცარიელი ტექსტი) ითვლება 0-ად და შედის დათვლაში; სამაგიეროდ ნამდვილად ცარიელი უჯრები (empty) იგნორირდება.
- TRUE = 1, FALSE = 0
მსგავსი / რელევანტური ფორმულები (ბმულებით):
- AVERAGE — ჩვეულებრივი საშუალო (ლოგიკური/ტექსტის იგნორით). ნახე სტატია ›
- AVERAGEIF — საშუალოს გამოანგარიშება ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ნახე სტატია ›
- AVERAGEIFS — საშუალოს გამოანგარიშება მრავალ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ნახე სტატია ›
- COUNTA — შევსებული უჯრების დათვლა (ტექსტიც ითვლება). ნახე სტატია ›
- COUNT — რიცხვების დათვლა (მხოლოდ რიცხვები). ნახე სტატია ›








