WORKDAY
ფორმულის სახელი:
- WORKDAY
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება რა დღეა კონკრეტული თარიღიდან მე-N-ე სამუშაო დღე
ფორმულის მოწყობა:
=WORKDAY(start _date,days,[holidays])
ფორმულის არგუმენტები:
- Start_date – თარიღი, ანუ ჯრა სადაც წერია თარიღი
- Days – სამუშაო დღეების რაოდენობა
- [holidays] – დასვენებები
ამ ფორმულაში შეგვაქვს თარიღი და ფორმულა შედეგად გვაძლევს თუ რა არის მაგალითად: მესამე, მეხუთე და ა.შ. სამუშაო დღე ამ თარიღიდან.
[holidays] – ში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სია და მიუთითოთ სტანდარტულისგან განსხვავებული დასვენების დღეები, რათა მიიღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია სამუშაო დღეების შესახებ. თუმცა ამ არგუმენტის შეტანა ზოგადად არ არის აუცილებელი, რადგან ეს არგუმენტი ჩასმულია [] – ფრჩხილებში.
მაგალითი N1
გვაინტერესებს რა არის 2022 წლის 31 მარტის შემდეგ (რომელიც არის ხუთშაბათი), პირველივე სამუშაო დღე. როგორ გავაკეთოთ ეს?
როგორც ვხედავთ:
B6 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 01.04.2022 (პარასკევი), რადგან ეს თარიღი არის 31 მარტის შემდეგ პირველივე სამუშაო დღე.
B7 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 04.04.2022, რადგან 31 მარტი არის ხუთშაბათი შესაბამისად მეორე სამუშაო დღე ხუთშაბათის შემდეგ არის 4 აპრილი, ორშაბათი.
აქვე გავიხსენოთ რომ თუკი მესამე არგუმენტი, [holidays], არ შეგვაქვს ფორმულაში
ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვიღებთ ექსელში ჩაშენებულ სტანდარტულ უქმე დღეებს.
მაგალითი N2 – დამატებითი არასამუშაო დღეების შეტანა Holidays- არგუმენტის გამოყენებით
ქვემოთ ცხრილში გვინდა გავიგოთ თუ რა არის პირველი და მეორე სამუშაო დღე 2022 წლის 31 აპრილის შემდეგ, თუმცა აქვე გავაკეთეთ დამატებით ცხრილი E16-დან E18-ის ჩათვლით, სადაც მივუთითეთ დამატებით არასამუშაო დღეები.
როგორც ვხედავთ:
B13 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 01.04.2022 (პარასკევი), რადგან ეს თარიღი არის 31 მარტის შემდეგ პირველივე სამუშაო დღე.
B14 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 07.04.2022. რადგან:
- Start_date – თარიღი, ანუ ჯრა სადაც წერია თარიღი – 31.03.2022
- Days – სამუშაო დღეების რაოდენობა – 2
- [holidays] – უქმე დღეები – სივრცე E16:E18 (04.04.2022, 05.04.2022, 06.04.2022)
ანუ ჩვენ გარდა შაბათ-კვირისა ფორმულაში მივუთითეთ, რომ ოთხი მაისი, ხუთი და ექვსი მაისი არის დასვენების დღეები, შესაბამისად, 31 აპრილის შემდეგ პირველი სამუშაო დღე ამ დაშვებების გათვალისწინებით გამოდის 2022 წლის 7 მაისი.
მსგავსი სტატიები