COUNTIFS
ფორმულის სახელი:
- COUNTIFS
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- ითვლის თქვენს მიერ მითითებული სივრცეებში, ისეთი უჯრების რაოდენობას სადაც წერია თქვენს მიერ შერჩეული კრიტერიუმებები
ფორმულის მოწყობა: =COUNTIFS(criteria_range1,criteria1… criteria_range127,criteria127)
ფორმულის არგუმენტები:
Range1 – პირველი სივრცე სადაც ვეძებთ კრიტერიუმს
Criteria1 – პირველი კირტერიუმი
Range127 – ასოცდამეშვიდე სივრცე სადაც ვეძებთ კრიტერიუმს
Criteria127 – ასოცდამეშვიდე კირტერიუმი
მაგალითი
მოცემულია სატრანსპორტო კომპანიის ფლობილი ავტომობილების რეესტრი.
ჩვენი ამოცანა შემდეგია:
გვინდა დავთვალოთ რამდენი ავტომობილი ყავს კომპანიას, რომელიც არის მერსედესის ფირმის, 2010 წელს ზემოთ გამოშვებული, ძრავით 2,0-ზე მეტი ხოლო გადაცემათა კოლოფი აქვს ავტომატური.
როგორც ხედავთ F4 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხი არის 2 რაც ნიშნავს რომ, ამოცანაში მოყვანილი პირობები შესრულდა მხოლოდ ორი ავტომობილისათვის, კერძოდ:
ავტომობილი რომლის მწარმოებელი არის კომპანია მერსედესი, გამოშვებულია 2010 წელს ზემოთ, და ძრავის მოცულობა აქვს 2.0-ზე მეტი, ასევე გადაცემათა კოლოფი აქვს ავტომატური, სულ არის ასეთი ორი ავტომობილი ამ რეესტრში.
Range1 – პირველი სივრცე სადაც ვეძებთ კრიტერიუმს – A2:A12
Criteria1 – პირველი კირტერიუმი – mercedes
Range2 – მეორე სივრცე სადაც ვეძებთ კრიტერიუმს – B2:B12
Criteria2 – მეორე კირტერიუმი – >2010
Range3 – მესამე სივრცე სადაც ვეძებთ კრიტერიუმს – C2:C12
Criteria3 – მესამე კირტერიუმი – ავტომატური
მსგავსი სტატიები