ISTEXT
ფორმულის სახელი:
- ISTEXT
ფორმულის ტიპი:
- ინფორმაციული
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება უჯრა (ან მნიშვნელობა) ექსელის მიერ აღქმულია თუ არა ტექსტად
ფორმულის მოწყობა:
- =ISTEXT(value)
ფორმულის არგუმენტები:
value – მნიშვნელობა, უჯრა
ამ ფორმულაში შეგვაქვს მნიშვნელობა ან ერთი უჯრა და თუკი შეტანილი მნიშვნელობა იქნება ტექსტი ან მითითებულ უჯრაში ეწერება ტექსტი, მაშინ ფორმულის პასუხი იქნება True ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში False.
იმ შემთხვევაში თუკი უჯრაში ეწერება ტექსტი და რიცხვი, უჯრა ექსელის მიერ აღიქმება ტექსტად.
მაგალითი
მაგალითების მიხედვით, როდის აღიქმება ექსელის მიერ უჯრა ტექსტად:
- როცა უჯრაში წერია მხოლოდ ტექსტი
- რაცა უჯრაში წერია ტექსტი და რიცხვი
- როცა უჯრაში წერია სასვენი ნიშანი (,!?…და ასე შემდეგ)
თუკი უჯრაში წერია წილადი რიცხვი, წილად რიცხვში გამოყენებული წერტილის გამო (რომელიც გამოყოფს რიცხვის მთელ ნაწილს წილადი ნაწილისაგან), მიუხედავად იმისა რომ წერტილიც სასვენი ნიშანია, რიცხვი ტექსტად არ აღიქმება.
მსგავსი სტატიები