AVERAGEIF
ფორმულის სახელი:
- AVERAGEIF
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- გამოიანგარიშებს მონიშნულ სივრცეში არსებული რიცხვების საშუალოს რომელბიც აკმაყოფილებენ ერთ (თქვენს მიერ განსაზღვრულ) კრიტერიუმს
ფორმულის მოწყობა:
- =AVERAGEIF(range,criteria,[average_range])
ფორმულის არგუმენტები:
range – სივრცე სადაც ვეძებთ კრიტერიუმს
criteria – კირტერიუმი
[average_range] – სივრცე რისი საშუალოც უნდა დავთვალოთ
მაგალითი
მოცემულია Z კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: დეპარტამენტი, სახელი და გვარი, ყოველთვიური ხელფასი.
ჩვენი ამოცანა შემდეგია:
გვინდა გამოვთვალოთ A დეპარტამენტში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი.
როგორც ხედავთ B1 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხი არის 1,933 რაც ნიშნავს რომ, A დეპარტამენტში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შეადგენს 1,933-ს.
მსგავსი სტატიები