NUMBERVALUE
ფორმულის სახელი:
- NUMBERVALUE
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- აკონვერტირებს ტექსტად აღქმულ რიცხვებს რიცხვებად
ფორმულის მოწყობა:
- =NUMBERVALUE(text, [decimal_separator], [group_separator])
ფორმულის არგუმენტები:
Text – უჯრა, მონაცემი
[decimal_separator] – წილადის გამომყოფი
[group_separator] – ათასებზე გამომყოფი
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა, სადაც წერია რიცხვი რომელიც ექსელის მიერ არ არის რიცხვად აღქმული სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგ: დაფორმატებულია როგორც ტექსტი, რიცხვში არის ჩასმული არასწორი სიმბოლო ათწილადისა და ათასეულის გამოსაყოფად და ა.შ.
მაგალითი
A სვეტში გვაქვს სხვადასხვა მონაცემი
სვეტებში მოცემულია:
- A – მონაცემი
- B – წილადის გამომყოფი რომელიც არის გამოყენებული A-სვეტის შესაბამის უჯრაში
- C – ათასებზე გამომყოფი რომელიც არის გამოყენებული A-სვეტის შესაბამის უჯრაში
- D – ფორმულა
განვიხილოთ A სვეტში არსებული მონაცემები და მათი დაკონვერტირების შედეგები D სვეტის შესაბამის უჯრაში:
A6 – რიცხვი
A7 – რიცხვი
A8 – ტექსტი – რადგან რიცხვში არის გამოყენებული ათასების გამომყოფად ^ ნიშანი, რომელიც ექსელისთვის არ წარმოადგენს ათასებზე გამომყოფს
A9 – ტექსტი – რადგან რიცხვში არის გამოყენებული წილადის გამომყოფად ; ნიშანი, რომელიც ექსელისთვის არ წარმოადგენს წილადის გამომყოფს
A10 – რიცხვებს შორის არის სფეისები, რის გამოც ის აღქმულია ტექსტად
A11 – წერია მხოლოდ წილადი ნაწილი, აკლია მთელი ნაწილი, შესაბამისად აღქმულია ტექსტად
A12 – პროცენტი – რადგან ორი პროცენტი უწერია ამიტომ გადაკონვერტირების შედეგ ვიღებთ 5 პროცენტის ხუთ პროცენტს
A13 – ტექსტი – უჯრა დაფორმატებულია ტექსტურ ფორმატში
ყველა ზემოთ ჩამოთვლილის უჯრის D სვეტის შესაბამის უჯრაში, ფორმულის შედეგად მიღებული მნიშვნელობა არის რიცხვი.
მსგავსი ფორმულები