LEFT
ფორმულის სახელი:
- LEFT
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- თქვენს მიერ მონიშნულ უჯრაში არსებული სიმბოლოებიდან, მარცხნიდან გამოყოფს თქვენს მიერ მითითებული რაოდენობის სიმბოლოს.
ფორმულის მოწყობა:
- =LEFT(text,num_chars)
ფორმულის არგუმენტები:
Text – უჯრა, მონაცემი
Num_chars – მონაცემების რაოდენობა
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა და ვუთითებთ ამ უჯრიდან რამდენი მონაცემის გამოტანა გვინდა.
მოდით ვნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს Left ფორმულა.
მაგალითი
B2 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია A2 უჯრაში არსებული მონაცემებიდან, მარცხნიდან ხუთ სიმბოლო, შესაბამისად ფორმულის პასუხი არის სიტყვა „სახელი“. ანალოგიურად B3 უჯრაში არსებულ ფორმულაში მითითებული გვაქვს რომ A3 უჯრიდან წამოგვიღოს მარცხნიდან ორი სიმბოლო, შესაბამისად ფორმულის პასუხია სიტყვას „სა“.
თუ დააკვირდებით B4 ურაში არსებული ფორმულამ უნდა მოგვცეს შედეგად A4 უჯრიდან მარცხნიდან ერთი სიმბოლო. მარცხნიდან პირველი სიმბოლო არის „1“, თუმცა ის ამ ფორმულამ ის არ გადმოიტანა, ფორმულის პასუხია „0“. რატომ მოხდა ეს?
ეს იმიტომ მოხდა, რომ თუკი უჯრაში გვიწერია პროცენტი, ფორმულა Left მას აღიქვამს არა ასე: 15%, არამდე ასე: 0.15 შესაბამისად გამოდის, რომ უჯრაში მარცხნიადნ პირველი სიმბოლო არის „0“.
მსგავსი სტატიები