IFS
ფორმულის სახელი:
- IFS
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- ტესტავს ფორმულაში შეტანილ რამოდენიმე ლოგიკურ ტესტს, პასუხად გვაძლევს პირველი ჭეშმარიტი ლოგიკის შესაბამის მნიშვნელობას.
ფორმულის მოწყობა:
- =Ifs(test1,value1, [test2,value2])
ფორმულის არგუმენტები:
test1 – პირველი ლოგიკური ტესტი
value1- მნიშვნელობა თუ პირველი ლოგიკური ტესტი შესრულდა
test2 – მეორე ლოგიკური ტესტი
value2- მნიშვნელობა თუ მეორე ლოგიკური ტესტი შესრულდა
ამ ფორმულაში შეგვიძლია შევიტანოთ ორასამდე ტესტი და ამ ტესტის შესაბამისი მნიშვნელობა, ფორმულა პასუხად გვაძლევს პირველივე ჭეშმარიტი ტესტის შესაბამის მნიშვნელობას.
მაგალითი N1
ვთქვათ გვაქვს ამოცანა, თუკი B3 უჯრაში ეწერება რიცხვი 1, C3 უჯრაში დაგვიწეროს სიტყვა „ერთი“, თუ ეწერება რიცხვი 2, მაშინ დაგვიწეროს სიტყვა „ორი“, ხოლო თუ ეწერება 3 დაგვიწეროს სიტყვა „სამი“.
როგორ გავაკეთოთ ეს?
ვნახოთ რა არგუმენტები შედის C3 უჯრაში ჩაწერილ ფორმულაში IFS:
ტესტიN1 – B3=1; მნიშვნელობაN1 – ერთი
ტესტიN2 – B3=2; მნიშვნელობაN1 – ორი
ტესტიN3 – B3=3; მნიშვნელობაN1 – სამი
ფორმულის შედეგი არის „ერთი“, რადგან ამ შემთხვევაში IFS-ში შეტანილი პირველივე ტესტი არის ჭეშმარიტი.
საყურადღებო ინფორმაცია!
იმ შემთხვევაში თუ ფორმულაში შეტანილი არცერთი ტესტი არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი, ანუ არ დაკმაყოფილდა, ფორმულა შედეგად გვაძლევს #N/A, ისე როგორც C4 უჯრაში არსებული ფორმულის შემთხვევაშია მოცემული.
თუკი ჩვენ არ გვეცოდინებოდა IFS ფორმულა, მაშინ ამ დავალებისთვის მოგვიწევდა IF ფორმულის გამოყენება, კერძოდ IF-ში, IF-ის ჩასმა. რომელსაც ექნებოდა შემდეგი სახე: =IF(B3=1,”ერთი“,IF(B3=2,“ორი“, IF(B3=3,“სამი“)))
მაგალითი N2
B სვეტში მოცემული გვაქვს სტუდენტების მიერ მიღებული შეფასებები, (მიღებული ქულები — 0-დან 100-მდე), თითოეულ ქულას შეესაბამება შესაბამისი ინიციალი (A,B…FX), ქულების შესაბამისი ინიციალები მოცემულია F6:G13 სივრცეში. ანუ მაგალითად, თუკი სტუდენტმა მიიღო 90 ქულაზე მეტი, მას შესაბამისად დაეწერება A და ასე შემდეგ.
ჩვენი ამოცანაა გარდავქმნათ B სვეტში წარმოდგენილი, სტუდენტთა მიერ მიღებული შეფასებები შესაბამის ინიციალებად.
როგორც C სვეტში ვხედავთ, მიღებული ქულები გადაყვანილია შესაბამის ინიციალად.
განვიხილოთ პირველი ფორმულა, რადგან სვეტში არსებული ყველა ფორმულა შინაარსობრივად იდენტურია.
=IFS(B7>90,”A”,B7>80,”B”,B7>70,”C”,B7>60,”D”,B7>50,”E”,B7>40,”F”,B7>=0,”FX”)
ამ შემთხვევაში პირველ ტესტად გვაქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა B7>90, რადგან ჩვენ რომ აქ დაგვეწყო ყველაზე დაბალი მნიშვნელობით B7>=0, შესაბამისად უჯრაში არსებული ლოგიკური ტესტი ყოველთვის დაკმაყოფილდებოდა და ყოველთვის მივიღებდით “FX”, იმისდა მიხედვით უჯრაში ეწერება 1, 65 თუ 99.
მსგავსი ფორმულების განხილვები