EOMONTH
ფორმულის სახელი:
- EOMONTH
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს კონკრეტული თარიღიდან მე-N-ე თვის ბოლო დღეს
ფორმულის მოწყობა:
=EOMONTH(start _date,months)
ფორმულის არგუმენტები:
- Start_date – თარიღი, ანუ ჯრა სადაც წერია თარიღი
- months – თვეების რაოდენობა
ამ ფორმულაში შეგვაქვს თარიღი და ფორმულა შედეგად გვაძლევს თუ რა არის ამ თარიღიდან მესამე, მეხუთე და ა.შ. თვის ბოლო დღე.
months – თვეებში თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ როგორც დადებითი რიცხვები, ასევე ნული და უარყოფითი რიცხვები.
მაგალითი
გვაინტერესებს რა არის 2022 წლის 10 იანვრამდე ან შემდეგი, თვეების ბოლო დღეები. როგორ გავაკეთოთ ეს?
როგორც ვხედავთ:
C4 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 31.01.2022, რადგან თვეების რაოდენობაში მივუთითეთ ნული, შესაბამისად იანვრის თვის ბოლო დღე არის 31 იანვარი.
C5 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 28.2.2022, რადგან თვეების რაოდენობაში მივუთითეთ ერთი, იანვრის შემდეგ მოდის თებერვალი, რომლის ბოლო დღეც არის 28 თებერვალი.
C7 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 31.12.2021, რადგან თვეების რაოდენობაში მივუთითეთ მინუს ერთი, ხოლო 2022 წლის იანვრის წინა თვე არის 2021 წლის დეკემბერი, რომლის ბოლო დღეც არის 31 დეკემბერი.
მსგავსი სტატიები