DAYS
ფორმულის სახელი:
- DAYS
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს ორ თარიღს შორის არსებული დღეების რაოდენობას
ფორმულის მოწყობა:
=YEAR(end_date,start_date)
ფორმულის არგუმენტები:
- end_date – ბოლო თარიღი
- start_date – საწყისი თარიღი
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს თარიღები, თარიღები შესაძლებელია ჩავწეროთ როგორც ხელით, ასევე მივუთითოთ უჯრა სადაც წერია თარიღი.
შენიშვნები:
- თუკი თარიღები არ იქნება სწორი ფორმატით დაწერილი ფორმულა მოგვცემს შეცდომას #VALUE!
- თუკი არარელევანტური თარიღები იქნება მითითებული ფორმულა მოგვცემს შედეგად შეცდომას #NUM!
მაგალითად, გვაქვს საწყისი და საბოლოო თარიღები და გვინდა გამოვთვალოთ მათ შორის არსებული დღეების რაოდენობა.
როგორც ვხედავთ:
C4 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 365 რადგან მასში შეტანილია უჯრები A4 და B4 რომელთა შორის არსებული დღეების რაოდენობა არის 365.
C6 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 1 რადგან A6 უჯრასა და B6 უჯრაში არსებულ თარიღებს შორის ერთი დღეა განსხვავება.
C8 უჯრაში მიღებული შედეგი არის უარყოფითი რადგან არგუმენტები ფორმულაში შეტანილია პირიქით. ჯერ შეტანილია საწყისი თარიღი – 27.12.2021 და შემდგომ საბოლოო თარიღი – 27.12.2022
C9 უჯრაში ჩაწერილი ფორმულის პასუხი არის შეცდომა – #VALUE! რადგან მასში შეტანილ B9 უჯრაში არსებული მონაცემი ექსელის მიერ არ არის აღქმული თარიღად.
შენიშვნა
ორ თარიღს შორის დღეების გამოთვლა ასევე შეგიძლიათ უბრალოდ მინუს ნიშნით.
მაგალითად: როგორც ვხედავთ C14 უჯრაში Days ფორმულით და C15 უჯრაში მინუს ნიშნით გამოთვლილი შედეგები ერთიდაიგივეა.
მსგავსი სტატიები