
YEARFRAC
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი აგვისტო 6, 2025
ფორმულის სახელი:
- YEARFRAC
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- აბრუნებს წლების სხვაობას ორ თარიღს შორის, ათწილადის ფორმატით.
ფორმულის მოწყობა:
=YEARFRAC(start_date, end_date, [basis])
ფორმულის არგუმენტები:
- start_date – საწყისი თარიღი.
- end_date – საბოლოო თარიღი.
- [basis] (არასავალდებულო) – მეთოდი, რომლის მიხედვითაც ხდება წელიწადში არსებული დღეების დათვლა. სტანდარტულად გამოიყენება 0 (30/360).
ℹ️ basis არგუმენტის მნიშვნელობები
basis | აღწერა |
0 | 30 დღე თვეში / 360 დღე წელიწადში (ნაგულისხმევი) |
1 | ფაქტობრივი დღეები თარიღებს შორის / ფაქტობრივი წელი |
2 | ფაქტობრივი დღეები / 360 |
3 | ფაქტობრივი დღეები / 365 |
4 | ევროპული 30/360 (დღეები იგივე, მაგრამ განსხვავებული მეთოდით) |
🧮 მაგალითები
მაგალითებში გამოყენებულია ორი თარიღი. საწყისი თარიღი – 01-01-2025 და საბოლოო თარიღი – 01-06-2026 . რაც წარმოადგენს დაახლოებით 1 წელს და 5 თვეს. ეს დროის შუალედი თითოეულ ფორმულაში სხვადასხვა შედეგს იძლევა basis არგუმენტის შესაბამისად.
- C2 უჯრა სადაც არ არის მითითებული basis, ან მითითებულია 0 (C3 უჯრა), YEARFRAC იყენებს ამერიკულ 30/360 მეთოდს — თვლის თითო თვეს 30 დღედ და წელიწადს 360 დღედ. ამ მეთოდით შედეგია 1.416666667.
- C4 უჯრაში, სადაც basis არის 1, Excel ითვლის ფაქტობრივ დღეებს, ანუ რამდენი დღეა გასული კალენდარული სისტემით და იყენებს ფაქტობრივ დღეების რაოდენობას თითოეულ თვესა და წელიწადში. შედეგად ვიღებთ უფრო ზუსტ მნიშვნელობას — 1.41369863, რადგან რეალურად თვეები განსხვავებული რაოდენობის დღეებს შეიცავს.
- C5 უჯრაში, basis = 2 თვლის წელიწადს 360 დღედ, მაგრამ იყენებს ფაქტობრივ დღეებს თვეში. შესაბამისად შედეგია 1.433333333, რაც უფრო დიდ რიცხვს გვაძლევს, რადგან თვეებში რეალური დღეებია, მაგრამ წელიწადი მაინც 360-ად ითვლება.
- C6 უჯრაში, basis = 3 იყენებს ფაქტობრივ თვეებს და წელიწადსაც ფაქტობრივად (365 ან 366 დღით). ამ მეთოდით მიღებული შედეგი კვლავ არის 1.41369863, ზუსტად იგივე რაც basis = 1-ის შემთხვევაში.
- C7 უჯრაში, basis = 4 არის ევროპული 30/360 სისტემა, რომელიც მსგავსია basis = 0-ს, თუმცა განსხვავება იმაშია, როგორ ამრგვალებს დღეებს თვეების ბოლოში.
📌 სად გამოვიყენოთ YEARFRAC პრაქტიკაში?
1. საპროცენტო გრაფიკები და ბუღალტრული ამონაგები:
– ვადიან სესხებსა და დარიცხვებში ხშირად გვჭირდება გავითვალისწინოთ დრო წლების ზუსტად გამოხატული ნაწილის მიხედვით.
=ძირი * პროცენტი * YEARFRAC(StartDate, EndDate)
- ასაკის გამოთვლა (წლებში, ათწილადით):
– როცა გვინდა გავიგოთ ასაკი წილადის სიზუსტით:
=YEARFRAC(დაბადების თარიღი, TODAY())
- დასაქმების ხანგრძლივობის დათვლა:
– პერსონალის გამოცდილების ან სამუშაო სტაჟის განსაზღვრისას, წილადის სიზუსტით:
=YEARFRAC(დასაქმების თარიღი, სამსახურიდან წასვლის თარიღი)
- კონტრაქტების დარჩენილი ვადის გამოთვლა:
– ვადიანი კონტრაქტების მონიტორინგი — რამდენი წელია დარჩენილი ან უკვე გასულია.
=YEARFRAC(TODAY(), კონტრაქტის დასრულების თარიღი)
ℹ️ შენიშვნა:
სწორად არჩეული basis არგუმენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როცა რამდენიმე დღით განსხვავებაც შეიძლება გავლენას ახდენდეს შედეგზე.
📌 სხვა მსგავსი ან დაკავშირებული ფუნქციები:
DATEDIF:
- აბრუნებს ორ თარიღს შორის განსხვავებას დღეებში, თვეებში ან წლებში.
- =DATEDIF(A1, B1, “Y”)
- ითვლის სამუშაო დღეების ოდენობას ორ თარიღს შორის.
- =NETWORKDAYS(A1, B1)
- ამატებს ან აკლებს თვეებს მოცემულ თარიღს.
- =EDATE(A1, 6)
- აბრუნებს თვის ბოლო დღეს განსაზღვრული თვეების შემდეგ.
- =EOMONTH(A1, 0)
- აბრუნებს მიმდინარე თარიღს.
- =TODAY()







