
MAX
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი თებერვალი 21, 2021
ფორმულის სახელი:
-
Max
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება მითითებულ: რიცხვებში ან უჯრებში, სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვებიდან რა არის ყველაზე დიდი რიცხვი
ფორმულის მოწყობა:
=MAX(number1, number2… number255)
ფორმულის არგუმენტები:
- number1 – მნიშვნელობა 1
- number2 – მნიშვნელობა 2
- number255 – მნიშვნელობა 255
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: რიცხვი(ები), უჯრა(ები) ან სივრცე(ები).
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ გვაქვს შემდეგი რიცხვები: 1,4,7,35,25 და გვინდა გავიგოთ რა არის მაქსიმალური რიცხვი . როგორ გავაკეთოთ ეს MAX ფორმულის გამოყენებით.
- შეგვიძლია ფორმულაში პირდაპირ ხელით შევიტანოთ ეს რიცხვები

როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხია 35, რადგან Number4 არგუმენტში შეტანილი რიცხვი არის ფორმულაში შეტანილი ყველაზე დიდი რიცხვი და უდრის 35-ს.
2. შეგვიძლია ამოცანაში მოცემული რიცხვები გადავიტანოთ უჯრებში და შემდეგ ამ უჯრებში გამოვიანგარიშოთ რა არის ყველაზე დიდი რიცხვი

როგორც ვხედავთ B2 უჯრაში გვიწერია ფორმულა, ფორმულა მოიცავს უჯრებს A1-დან A5-ის ჩათვლით. პასუხი არის იგივე – 35, იმიტომ რომ ამ უჯრებში ჩაწერილი რიცხვებიდან ყველაზე დიდი რიცხვი არის 35 რომელიც წერია A4 უჯრაში.
3. შეგვიძლია არგუმენტად შევიტანოთ სივრცე

თუკი გაქვთ ორი დამოუკიდებელი სივრცე მაშინ: Value1-ში ვუთითებთ პირველ სივრცეს, ხოლო Value2-ში მეორე სივრცეს.

MAX-ს მსგავსი ფორმულები:
MIN:
ფორმულის სახელი: MIN
აღწერა: აბრუნებს არჩეული რიცხვების მინიმალურ მნიშვნელობას.
მოწყობა: =MIN(number1, [number2], …)
LARGE:
ფორმულის სახელი: LARGE
აღწერა: აბრუნებს მონაცემთა დიაპაზონში k-ე ყველაზე დიდ მნიშვნელობას.
მოწყობა: =LARGE(array, k)
SMALL:
ფორმულის სახელი: SMALL
აღწერა: აბრუნებს მონაცემთა დიაპაზონში k-ე ყველაზე პატარა მნიშვნელობას.
მოწყობა: =SMALL(array, k)
MAXA:
ფორმულის სახელი: MAXA
აღწერა: აბრუნებს მაქსიმალურ მნიშვნელობას, ითვლის ლოგიკურ და ტექსტურ მნიშვნელობებსაც.
მოწყობა: =MAXA(value1, [value2], …)
MINA:
ფორმულის სახელი: MINA
აღწერა: აბრუნებს მინიმალურ მნიშვნელობას, ითვლის ლოგიკურ და ტექსტურ მნიშვნელობებსაც.
მოწყობა: =MINA(value1, [value2], …)







