LOWER
ფორმულის სახელი:
- LOWER
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- აკონვერტირებს პატარა ასოებით დაწერილ სიმბოლოებს დიდ ასოებად
ფორმულის მოწყობა:
=LOWER(text)
ფორმულის არგუმენტები:
text – ტექსტი, უჯრა
ამ ფორმულაში შეგვაქვს ტექსტი ან უჯრა. თუკი ან უჯრა ან ტექსტი შეიცავს დიდ სიმბოლოებს ისინი გადაკონვერტირდება პატარა სიმბოლოებად, აღნიშნული არ არის რელევანტური ქართული ანბანისთვის რადგან ჩვენ არ გვაქვს დიდი და პატარა ასოები, თუმცა რელევანტურია ინგლისური და სხვა ენებისთვის.
გარდა ამისა LOWER ფორმულა მოხსნის სხვადასხვა ტიპის ფორმატირებას.
ქვემოთ მოცემულია LOWER ფორმულის გამოყენების სხვადასხვა მაგალითები:
მაგალითი
როგორც ვხედავთ A2-დან A4-ის ჩათვლით გვაქვს ტექსტები, რომლებიც B2-B4 შესაბამის უჯრებში არსებულ ფორმულებში გადაკონვერტირებულია პატარა ასოებად/სიმბოლოებად.
გარდა ამისა A5-A11 უჯრებში შეყვანილია რიცხვები, რიცხვებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმატირებებით. და როგორც შესაბამის B5-B11 უჯრებში არსებულ ფორმულებში ჩანს, ეს ფორმატირებები გაუქმებულია.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ LOWER ფორმულის მიერ მიღებული შედეგი ყველა შემთხვევაში არის ტექსტი, მიუხედავად იმისა მიღებული შედეგი იქნება: ტექსტი, შერეული თუ რიცხვითი მნიშვნელობები, ანუ B5-B11 მიღებული შედეგები ექსელის მიერ აღქმული იქნება ტექსტად.
ექსელის ფორმულები
- REPLACEფორმულის სახელი: REPLACE ფორმულის ტიპი: ტექსტი ფორმულის აღწერა: ცვლის ტექსტის ნაწილს ახალი ტექსტით ფორმულის მოწყობა: =REPLACE(old_text, start_num, num_chars, new_text) ფორმულის არგუმენტები: old_text – ძველი ტექსტი start_num – ჩანაცვლების დასაწყისი პოზიცია num_chars – შესაცვლელი სიმბოლოების რაოდენობა new_text – ახალი ტექსტი როგორც …
- FIXEDფორმულის სახელი: • FIXED ფორმულის ტიპი: • ტექსტური ფორმულის აღწერა: • მათემატიკურად ამრგვალებს რიცხვს და შემდეგ აკონვერტირებს ტექსტად. ფორმულის მოწყობა: • =FIXED(number, [decimals], [no_commas]) ფორმულის არგუმენტები: number – რიცხვი, რომლის დამუშავებაც გვინდა. decimals (არასავალდებულო) – წილადი ნაწილის რაოდენობა, თუკი ამ …
- PROPERფორმულის სახელი: Proper ფორმულის ტიპი: ტექსტური ფორმულის აღწერა: ცვლის ტექსტის პირველ ასოს დიდ ასოებად და დანარჩენებს პატარა ასოებად. ფორმულის მოწყობა: =PROPER(text) ფორმულის არგუმენტები: text – ტექსტი ან უჯრა, რომელიც შეიცავს ტექსტს. როგორც ვხედავთ, ამ ფორმულაში შეგვიძლია შევიტანოთ ტექსტი ან ტექსტიანი …
- UNICODE ექსელშიფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =Unicode(text) ფორმულის არგუმენტები: Text – უჯრა, მონაცემი ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა ან მონაცემი. ფორმულა პასუხად გვაძლევს ამ უჯრაში არსებული პირველი სიმბოლოს შესაბამის უნიკოდს. რა არის უნიკოდი? სიმბოლოთა სტანდარტი, რომელიც საშუალებას …
- CODEგვაძლევს უჯრაში მოცემული პირველი სიმბოლოს შესაბამის კოდს
- LOWERფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =LOWER(text) ფორმულის არგუმენტები: text – ტექსტი, უჯრა ამ ფორმულაში შეგვაქვს ტექსტი ან უჯრა. თუკი ან უჯრა ან ტექსტი შეიცავს დიდ სიმბოლოებს ისინი გადაკონვერტირდება პატარა სიმბოლოებად, აღნიშნული არ არის რელევანტური ქართული ანბანისთვის რადგან …