HYPERLINK
ფორმულის სახელი:
- HYPERLINK
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ქმნის ბმულს (ჰაიპერლინკს) უჯრასა, რომელშიც წერთ ფორმულას, და იმ ვებგვერდ, უჯრასა თუ ფაილს შორის, რასაც მიუთითებთ ფორმულაში.
ფორმულის მოწყობა:
=HYPERLINK(link_location,[friendly_name])
ფორმულის არგუმენტები:
Link_location – ბმულის მისამართი
[Friendly_name] – მეგობრული/ალტერნატიული სახელი
ამ ფორმულაში შეგვაქვს ორი არგუმენტი, პირველი ეს არის Link_location სადაც უნდა შევიტანოთ იმ ბმულის, უჯრის თუ ფაილის მისამართი სადაც გვინდა რომ გადავიდეთ ამ ბმულზე დაკლიკების შემდეგ. მეორე არგუმენტი არის Friendly_name როგორც ხედავთ ეს არგუმენტი ჩასმულია ოთხკუთხედ ფრჩხილებში, რაც იმას ნიშნავს რომ მისი შეტანა არ არის სავალდებულო. რას აკეთებს ეს არგუმენტი? ამ არგუმენტის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ბმულს შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი სახელი.
მაგალითი
მოცემული გვაქვს ცხრილი სადაც პირველ (A) სვეტში „მონაცემი“, გვაქვს ის მისამართები სადაც გვინდა რომ გადაგვიყვანოს ჰიპერლინკმა, ხოლო მეორე სვეტში (B) მოცემული გვაქვს ჰიპერლინკები.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
B2 უჯრაში შეტანილია A2 უჯრა, სადაც წერია ბმულის სრული მისამართი. თუკი ინტერნეტ ბმულის გამოყენების დროს სრული მისამართი (https: – ის ჩათვლით) არ იქნება გამოყენებული ბმულიც არ იმუშავებს.
B3 უჯრაში იგივე ბმული არის გამოყენებულია რაც B2 ფორმულაში, განსხვავება მხლოდ ის არის რომ თუ B2 უჯრაში არსებულ ფორმულაში მითითებულია A1 უჯრა და იქ წერია მისამართი, B3 უჯრაში პირდაპირ არის შეტანილი ამ ბმულის მისამართი. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთი და იგივეა.
B4 უჯრაში არსებულ ფორმულაში გამოყენებულია friendy_name არგუმენტი, და მისამართის მაგივრად უჯრაში ჩანს სიტყვა „გუგლი“, დანარჩენი მოქმედების პრინციპი იგივეა.
B5 – თუკი გვინდა რომ დავაჰიპერლინკოთ ამავე შიტის ნებისმიერ უჯრასთან მაშინ უნდა დავწეროთ უჯრის მისამართი და წინ დავუწეროთ #. მაგ: #A1, #C25 და ა.შ.
B6 – თუკი გვინდა დავაჰიპერლინკოთ ამავე ექსელის ფაილის რომელიმე სხვა შიტთან, მაშინ უნდა დავწეროთ შემდეგნაირად: შიტის სახელი, შემდეგ ძახილის ნიშანი და შემდეგ ის უჯრა რომელზეც გვინდა რომ გადავიდეს ამ შიტზე. მაგ: (ფურცელი!A5), ამ შემთხვევაში გადავა შიტზე რომელსაც ქვია „ფურცელი“ და დადგება უჯრაზე A5
B8 – თუკი გვინდა რომ გადავგვიყვანოს სახელობით ისაზე, ვწერთ ძიეზს და შემდეგ ამ სახელობითი სიის (named range) სახელს.
B9 – თუკი გვინდა გაგვიხსნარ ჩვენს კოპიუტერში არსებული ნებისმიერი ფაილი, მაშინ ვწერთ ამ ფაილის სრულ მისამართს.