HOUR
ფორმულის სახელი:
- Hour
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გამოყოფს საათს დროიდან
ფორმულის მოწყობა:
=HOUR(serail_number)
ფორმულის არგუმენტები:
- serail_number – უჯრა ან დრო
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: უჯრა სადაც თარიღი დრო ან ხელით ჩავწეროთ დრო.
დრო შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებლად ასევე თარიღთან ერთად.
გვაქვს რეესტრი, სადაც მითითებულია დროები. გვინდა ამ დროებიდან ცალკე გამოვყოთ საათი.
დავწეროთ ფორმულა:
განვიხილოთ B სვეტში არსებული ფორმულები:
- B3 – HOUR(A3) – ფორმულის შედეგია 0, რადგან 24 საათი იგივე ღამის 12 საათი არის 0;
- B4 – HOUR(A4) – ფორმულის შედეგია 0, რადგან A4 უჯრაში გვიწერია სამი საათი;
- B5 – HOUR(A5) – ფორმულის შედეგია 6 რადგან ფორმულას დროიდან ამოაქვს მხოლოდ საათი, არ ითვალისწინებს არც წუთებს და არც წამებს;
- B6 – HOUR(A6) – იმის მიუხედავად 24 საათიან სისტემას გამოიყენებთ თუ AM/PM (AM არის ღამის 12-დან დილის 12-მდე და PM არის დილის 12-დან ღამის 12-მდე) ფორმულა პასუხს მაინც გვაძლევს 24 საათიან ფორმატში. ანუ საღამოს ცხრა საათი არის 21 საათი;
- B9 – HOUR(A3) – როგორც ვხედავთ ფორმულა იგნორირებას უკეთებს უჯრაში ჩაწერილ თარიღს და პასუხად გავძლევს მხოლოდ საათს.
მსგავსი სტატიები