SUMIFS
ფორმულის სახელი:
- SUMIFS
ფორმულის ტიპი:
- მათემატიკური
ფორმულის აღწერა:
- აჯამებს თქვენს მიერ მითითებულ სივრცეში არსებულ რიცხვებს ერთ ან რამოდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით.
ფორმულის მოწყობა:
- =SUMIFS(sum_range,criteria_range1,criteria1… criteria_range127,criteria127)
ფორმულის არგუმენტები:
sum_range – დასაჯამებელი სივრცე
criteria_range1 – სივრცე სადაც ვეძებთ პირველ კრიტერიუმს
criteria1 – პირველი კირტერიუმი
მაგალითი
მოცემულია Z კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: დეპარტამენტი, სახელი და გვარი, ყოველთვიური ხელფასი.
ჩვენი ამოცანა შემდეგია:
გვინდა დავაჯამოთ ყველა იმ თანამშრომლის ხელფასი რომელიც მუშაობს A დეპარტამენტში და ხელფასი აქვს 1000 ლარზე მეტი.
როგორც ვხედავთ ფორმულის შედეგი არის 10,400 რადგან ისეთი ადამინების ხელფასების ჯამი, რომლებიც მიშაობენ A დეპარტამენტში და ხელფასი აქვთ 1,000 ლაზე მეტი, შეადგენს 6,600-ს.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
- sum_range – C4:C15 – სივრცე რასაც ვაჯამებთ
- criteria_range1 – A4:A15 – სივრცე სადაც ვეძებთ პირველ კრიტერიუმს
- criteria1 – “A” – პირველი კრიტერიუმი
- criteria_range2 – C4:C15 – სივრცე სადაც ვეძებთ მეორე კრიტერიუმს
- criteria2 – “>1000” – მეორე კრიტერიუმი
მსგავსი სტატიები