
სანდო მდებარეობის დამატება | Trusted Location მაკროებისთვის
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია How To
- თარიღი ივლისი 20, 2025
ცდილობთ გახსნათ VBA კოდის, იგივე მაკროს შემცველი ექსელის ფაილი, მაგრამ ექსელი ჩაშენებული უსაფრთხოების პარამეტრებიდან გამომდინარე არ გაძლევთ ამის საშუალებას?
ამ დროს გამოსავალია სანდო მდებარეობის, Trusted Locations” დამატება. „სანდო მდებარეობა“ ( Trusted Location) Excel-ში ნიშნავს ისეთ საქაღალდეს თქვენს კომპიუტერში, რომელსაც Excel მიიჩნევს უსაფრთხოდ.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია ან წაიკითხეთ სტატია
წაიკითხეთ როგორ განვსაზღვროთ სანდო მდებარეობა, რომელიც Excel-სთვის სანდოა და სადაც მაკროიანი ფაილები სრულად იმუშავებს.
ნაბიჯი პირველი: გახსენით ნებისმიერი Excel ფაილი ან უბრალოდ გაუშვით Excel აპლიკაცია
ნაბიჯი მეორე:
შედით მენიუში File და შემდეგ აირჩიეთ Options – პარამეტრები.
შემდეგ მარცხენა მენიუდან აირჩიეთ Trust Center და დააწკაპეთ Trust Center Settings ღილაკზე.
ნაბიჯი მესამე:
გახსენით სექცია Trusted Locations და დააწკაპეთ Add new location.
აირჩიეთ ის საქაღალდე, სადაც ინახავთ მაკროიან Excel ფაილებს. სურვილის შემთხვევაში მონიშნეთ, რომ ქვე საქაღალდეებიც ჩაითვალოს სანდოდ.
ბოლოს
დააწკაპეთ OK ყველა ფანჯარაში. სანდო მდებარეობა წარმატებით დაემატა.
ახლა თქვენ მიერ არჩეულ საქაღალდეში შენახული მაკროიანი ფაილები იმუშავებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

XLab Beauty – სილამაზის სალონის მართვის პროგრამა ექსელში

Tavola – რესტორნის მართვის პროგრამა
ასევე ნახეთ
Power Query Editor Excel-ში
ჩანაწერის რაოდენობის ჩვენება მხოლოდ მის პირველ გამოჩენასთან
ამოცანა: თუკი აქტივის კოდი იწყება 21-ით და ისტორიული ღირებულება მეტია 300 ლარზე, კლასიფიკაციის სვეტში დავწეროთ “ძირითადი საშუალება”, თუ არა “მარაგი” მსგავსი სტატიები


