WEEKNUM
ფორმულის სახელი:
- WEEKNUM
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება თარიღის კვირის ნომერს. (1-დან 53-მდე)
ფორმულის მოწყობა:
=WEEKNUM(serial_num,[return_type])
ფორმულის არგუმენტები:
- Serial_num – თარიღი, ანუ ჯრა სადაც წერია თარიღი
- [return_type] – მიღებული შედეგის ტიპი
ამ ფორმულაში შეგვაქვს თარიღი და ფორმულა შედეგად გვაძლევს იმ კვირის ნომერს რომელ კვირაშიც არის ეს თარიღი.
ფორმულა შედგება ორი არგუმენტისაგან, სადაც მეორე არგუმენტი return type არ არის სავალდებულო რადგან ჩასმულია [] – ფრჩხილებში.
თუკი მეორე არგუმენტში არაფერს ჩავწერთ ეს ავტომატურად ნიშნავს რომ ახალი კვირა ჩვენთვის იწყება კვირა დღიდან.
შეგვიძლია ავირჩიოთ ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან ერთ-ერთი:
Return_type | კვირის დასაწყისი |
1 (ნაგულისხმევად) | კვირა |
2 | ორშაბათი |
11 | ორშაბათი |
12 | სამშაბათი |
13 | ოთხშაბათი |
14 | ხუთშაბათი |
15 | პარასკევი |
16 | შაბათი |
17 | კვირა |
21 | ორშაბათი |
როცა return_type-ში ვირჩევთ მნიშვნელობას 1-დან 17-მდე ექსელისთვის კვირების ათვლა იწყება ახალი წლის პირველი იანვრიდან, ანუ კვირა რომელიც შეიცავს პირველ იანვარის არის წლის პირველი კვირა, ხოლო თუკი ავირჩევთ 21-ს, წლის პირველ კვირად ითვლება ის კვირა რომელიც შეიცავს წლის პირველ სამშაბათს, ეს განისაზღვრება ISO 8601 სტანდარტით.
მაგალითად, გვაქვს თარიღები და გვაინტერესებს თუ წლის მერამდენე კვირაა ესა თუ ი თარიღი.
დავწეროთ ფორმულა:
როგორც ვხედავთ:
B4 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 14, რადგან 27.03.2022 არის 2022 წლის მეთოთხმეტე კვირაში.
B6 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 20, რადგან 10.05.2022 არის 2022 წლის მეთოთხმეტე კვირაში.
აქვე გავიხსენოთ რომ თუკი მეორე არგუმენტი, return type, არ შეგვაქვს ფორმულაში
ეს ნიშნავს რომ ახალი კვირა ჩვენთვის იწყება კვირა დღიდან.
მაგალითი N2 – განსხვავებული return type-ები
ქვემოთ ცხრილში A11-დან A18-ის ჩათვლით მოცემულია ერთი და იგივე თარიღი, ხოლო B სვეტის პარალელურ უჯრებში Weeknum ფორმულა, ფორმულებში განსხვავებულია return type, შევხედოთ რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ფორმულის შედეგზე.
შენიშვნა
28.03.2022 არის ორშაბათი
მაგალითი N3 – განსხვავებული return type-ები – 21
ქვემოთ ცხრილში A22-დან A30-ის ჩათვლით მოცემულია ერთი და იგივე თარიღი, ხოლო B სვეტის პარალელურ უჯრებში Weeknum ფორმულა, ფორმულებში განსხვავებულია return type, შევხედოთ რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ფორმულის შედეგზე.
გავიხსენოთ:
როცა return_type-ში ვირჩევთ მნიშვნელობას 1-დან 17-მდე ექსელისთვის კვირების ათვლა იწყება ახალი წლის პირველი იანვრიდან, ანუ კვირა რომელიც შეიცავს პირველ იანვარის არის წლის პირველი კვირა, ხოლო თუკი ავირჩევთ 21-ს, წლის პირველ კვირად ითვლება ის კვირა რომელიც შეიცავს წლის პირველ სამშაბათს, ეს განისაზღვრება ISO 8601 სტანდარტით.
შენიშვნა
01.01.2022 არის შაბათი.
მსგავსი სტატიები