VLOOKUP
ფორმულის სახელი:
- Vlookup
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, თქვენს მიერ მითითებული სივრცის პირველ სვეტში და პასუხად გვაძლევს ამ მნიშვნელობის მარჯვნივ არსებული უჯრებში ჩაწერილი მონაცემებიდან ერთ-ერთს index_number -ში მითითებული სვეტის ნომრის მიხედვით. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი და მიახლოებითი)
ფორმულის მოწყობა:
=VLOOKUP(lookup_value,table_array,col_index_num,[range_lookup])
ფორმულის არგუმენტები:
lookup_value – მნიშვნელობა რასაც ვეძებთ
lookup_array – სივრცე სადაც ვეძებთ მნიშვნელობას და საიდანაც გვინდა ამ მნიშვნელობის შესაბამისი მნიშვნელობის გადმოტანა
col_index_num – ჩვენს მიერ არჩეულ სივრცეში იმ სვეტის ნომერი რომლის გადატანაც გვინდა
range_lookup – შესაბამისობის ტიპი
[range_lookup] – შესაბამისობის ტიპი
აქ წერთ ორი მნიშვნელობიდან ერთ ერთს: True – 1, False – 0;
– ნულს (0) ვწერთ მაშინ როდესაც გვინდა ზუსტი შესაბამისობა,
– ერთს (1) ვწერთ როდესაც გვაწყობს ფორმულამ მოგვიძებნოს ჩვენთვის სასურველ მნიშვნელობასთან ყველაზე ახლოს მდგომი მნიშვნელობა.
მაგალითი N1
ვთქვათ გვაქვს ორი ბაზა. ორივე ბაზა არის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების შესახებ. პირველი ბაზა შედგება ორი სვეტისაგან:
- პირადი ნომერი
- იანვრის თვის ხელფასი
მეორე ბაზა შედგება ასევე ორი სვეტისაგან:
- პირადი ნომერი
- თებერვლის თვის ხელფასი
ასევე აღსანიშნავია რომ პირადი ნომრების თანმიმდევრობა პირველ და მეორე ბაზაში განსხვავებულია.
ჩვენ გვინდა პირველ ბაზაში დავამატოთ ერთი სვეტი: თებერვლის თვის ხელფასი, სადაც მეორე ბაზიდან გადმოვიტანთ პირადი ნომრების შესაბამის თებერვლის თვის ხელფასს.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
lookup_value – A3 (რადგან გვინდა მოვძებნოთ პირადი ნომერი)
lookup_array – $E$3:$F$18 (მეორე ბაზა. $ – გამუდმივების ნიშანი, რომ ფორმულის ჩამოკოპირების შემდეგ სივრცე არ შეიცვალოს)
col_index_num – 2 – რადგან მონიშნული სივრციდან გვინდა მეორე სვეტში ანუ „თებერვალი“-ში არსებული მონაცემის გადატანა.
range_lookup – False იგივე 0, რადგან ვეძებთ ზუსტ შესაბამისობას.
როგორც ვხედავთ პირველი ფორმულის პასუხი არის 2000 რადგან ბაზა ნომერ ორში, პირველი ბაზის პირველი პირადი ნომრის (59645660595) შესაბამისი თანხა მეორე ბაზაში არის 2000.
ეს ძებნის სტილი იყო „ზუსტად შესაბამისის ძებნა“, ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მიახლოებითი ძებნა. მაგალითად:
მაგალითი N2
გვაქვს ვაუჩერის ნომრების ორი ბაზა, ორივე ბაზა შედგება ორი სვეტისაგან:
- ვაუჩერის ნომერი
- ღირებულება
ჩვენ გვინდა, რომ მეორე ბაზიდან პირველ ბაზაში გადავიტანოთ შესაბამისი ვაუჩერის ღირებულება, ხოლო თუკი პირველ ბაზაში არსებული ვაუჩერის ნომერი მეორე ბაზაში არ იქნება, მაშინ გადმოვიტანოთ ყველაზე ახლო მდგომი (ერთით ქვემოთ მდგომი ნომრის) ვაუჩერის ნომრის შესაბამისი ღირებულება.
როგორც ვხედავთ C6 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგი არის 2300.
პირველ ბაზაში C6 უჯრაში არსებული ფორმულით:
ვეძებთ რიცხვს 9-ს მეორე ბაზაში, როგორც ვხედავთ მეორე ბაზაში რიცხვი 9 არ წერია. ხოლო ცხრაზე დაბალი პირველივე რიცხვი არის 7 რომლის შესაბამისი ღირებულებაც არის 2300, ამიტომ ფორმულის შედეგია 2300.
თეგებიVlookup, ექსელი, ფორმულები ექსელში, ძებნის ფორმულა