TEXT
ფორმულის სახელი:
- TEXT
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- აკონვერტირებს რიცხვებს ტექსტებად სხვადასხვა ფორმატში.
ფორმულის მოწყობა:
=TEXT(value, format_text)
ფორმულის არგუმენტები:
value – რიცხვი, უჯრა
format_text – ფორმატირების ტიპი
ამ ფორმულაში შეგვაქვს რიცხვი რომელიც კონვერტირდება ტექსტად და ამასთანავე ენიჭება (Home>>>Number-ში მოცემული ფორმატების მსგავსი) ჩვენს მიერ არჩეული ფორმატირება.
ანუ ამ ფორმულაში შეტანილი რიცხვი, ექსელის მიერ აღარ იქნება რიცხვად აღქმული და ამავდროულად ვიზუალურად იქნება Home განყოფილების Number ქვეგანყოფილებაში მოცემული ფორმატირებებიდან ერთ-ერთი ტიპის, მაგ: Number, Currency, Date, Percentage და ა.შ.
ქვემოთ მოცემულია Text ფორმულის გამოყენების სხვადასხვა მაგალითები:
მაგალითი
როგორც ვხედავთ ზოგიერთ ფორმულაში გამოყენებულია #-სიმბოლო, ზოგან – ? და – 0.
ფორმატირების დროს თითოეულ ამ სიმბოლოს თავისი დანიშნულება აქვს. კერძოდ
- # – ნიშნავს მთელ რიცხვს ნებისმიერი სიდიდის;
- 0 – მაგალითად თუ გამოვიყენებთ ათ ნულს და რიცხვი შედგება სამი სიმბოლოსგან წინ დაუწერს შვიდ ნულს იმისათვის რათა ათამდე შეავსოს სიმბოლოების რაოდენობა;
- ? – ნიშნავს ერთ სიმბოლოს.
განვიხილოთ ზემოთ მოცემული თითოეული ფორმულა:
- B3 – TEXT(A3,”$#,##”) – აკონვერტირებს ტექსტად, ასევე ამატებს ვალუტის ნიშანს და ათასებზე გამომყოფს, რადგან ძიეზებს შორის არის გამოყენებული მძიმე (ათასებზე გამომყოფი);
- B4 – TEXT(A4,”MM/DD/YY”) – აკონვერტირებს ტექსტად, ასევე გადაყავს დღე/თვე/წელი-ს ფორმატში.
ზოგადად თარიღის ფორმატის გამოყენების დროს, სიმბოლოებს D,M,Y აქვს შემდეგი მნიშვნელობა: D – დღე, M – თვე, Y – წელი.
იმისდა მიხედვით თუ რამდენ D,M,Y-ს გამოიყენებთ გვექნება თარიღის სხვადასხვა ფორმატირება. მაგალითად 31.01.2022:
დღე | თვე | წელი |
---|---|---|
D – 31 | M – 1 | Y – 22 |
DD – 31 | MM – 01 | YY – 22 |
DDD – ორშ | MMM – იან | YYY – 2022 |
DDDD – ორშაბათი | MMMM – იანვარი | YYYY – 2022 |
- B5 – TEXT(A5,”MMMM/DDDD”) – გამოყენებულია მხოლოდ დღისა და თვის გრძელი ფორმატი;
- B6 – TEXT(A6,”H:MM AM/PM”) – დროის ფორმატი (AM/PM);
- B7 – TEXT(A7,”0.0%”) – გამოყენებულია დროის ფორმატი და წილადის დამრგვალება ათეულებამდე (რადგან წერტილის შემდეგ გვაქვს ერთი ნული);
- B8 – TEXT(A8,”# ?/?”) – გამოყენებულია წილადის ფორმატირება სადაც # არის მთელი ნაწილის ხოლო ?/? წილადი ნაწილი;
- B9 – TEXT(A9,”0.00E+00″) – გამოყენებულია სამეცნიერო ფორმატირება;
- B10 – TEXT(A10,”###-##-##-##”) – ამ შემთხვევაში უჯრაში არსებული პირველი სამი სიმბოლოს შემდეგ იქნება ტირე, შემდეგ ორი სიმბოლო, შემდეგი ისევ ტირე და ა.შ.
- B11-13 – TEXT(A11,”0000000″) – ამ შემთხვევაში რადგან გამოყენებულია შვიდი ნული თუკი ჩავწერთ ორნიშნა რიცხვს წინ დაეწერება ხუთი ნული, რათა სიმბოლოების რაოდენობა შეივსოს შვიდამდე;
- B14 – TEXT(A14,”##0° 00′ 00””)
- B15 – “The final price is “&TEXT(A15, “$###,###.00”) – ამ შემთხვევაში გაერთიანებული გვაქვს ტექსტი და ტექსტად დაკონვერტირებული უჯრა;
- B16 – TEXT(A16, “0”) – უბრალოდ აკონვერტირებს რიცხვს ტექსტად.
მსგავსი სტატიები