MIN
ფორმულის სახელი:
- Min
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება მითითებულ: რიცხვებში, უჯრებში, სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვებიდან რა არის ყველაზე პატარა რიცხვი.
ფორმულის მოწყობა:
=Min(number1,number2…number255)
ფორმულის არგუმენტები:
- number1 – რიცხვი 1 ან უჯრა 1 ან სივრცე 1
- number2 – რიცხვი 2 ან უჯრა 2 ან სივრცე 2
- number255 – რიცხვი 255 ან უჯრა 255 ან სივრცე 255
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: რიცხვი(ები), უჯრა(ები) ან სივრცე(ები).
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ გვაქვს შემდეგი რიცხვები: 1,4,7,35,25 და გვინდა გავიგოთ რა არის მინიმალური რიცხვი . როგორ გავაკეთოთ ეს MIN ფორმულის გამოყენებით.
- შეგვიძლია ფორმულაში პირდაპირ ხელით შევიტანოთ ეს რიცხვები
როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხია 1, რადგან Number1 არგუმენტში შეტანილი რიცხვი არის ფორმულაში შეტანილი ყველაზე პატარა რიცხვი და უდრის ერთს.
2. შეგვიძლია ამოცანაში მოცემული რიცხვები გადავიტანოთ უჯრებში და შემდეგ ამ უჯრებში გამოვიანგარიშოთ რა არის ყველაზე დიდი რიცხვი
როგორც ვხედავთ B2 უჯრაში გვიწერია ფორმულა, ფორმულა მოიცავს უჯრებს A1-დან A5-ის ჩათვლით. პასუხი არის იგივე – 1, იმიტომ რომ ამ უჯრებში ჩაწერილი რიცხვებიდან ყველაზე პატარა რიცხვი არის ერთი რომელიც წერია A1 უჯრაში.
3. შეგვიძლია არგუმენტად შევიტანოთ სივრცე
თუკი გაქვთ ორი დამოუკიდებელი სივრცე მაშინ: Value1-ში ვუთითებთ პირველ სივრცეს, ხოლო Value2-ში მეორე სივრცეს.