CTRL+B
ამ მალსახმობით ხდება Home განყოფილების ქვეგანყოფილება Font-ში არსებული ფუნქციის Bold (გამუქება), გამოძახება.
რა შეიძლება გავამუქოთ ექსელში?
- უჯრის გამუქება – თუკი ერთი უჯრის გამუქება გვინდა, ვდგებით ამ უჯრაზე რომლის გამუქებაც გვინდა და ვაჭერთ CTRL+B
- უჯრაში არსებული მონაცემების ნაწილის გამუქება – მაგალითად უჯრაში წერია: „გამარჯობა გაგიმარჯოს“ და გვინდა გავამუქოთ მხოლოდ სიტყვა „გაგიმარჯოს“, ამისათვის ვააქტიურებთ (გავხსნით) უჯრას, მოვნიშნავთ კონკრეტულ მონაცემებს უჯრაში და მერე დავაჭიროთ CTRL+B
3. სივრცის გამუქება – მაგალითად თუ გვინდა A1:B10 სივრცის გამუქება, მოვნიშნავთ სივრცეს და დავაჭიროთ CTRL+B