CHOOSE
ფორმულის სახელი:
- CHOOSE
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს ინდექსური ნომრის შესაბამის მნიშვნელობას
ფორმულის მოწყობა:
- =CHOOSE(index_num,value1,value2…value254)
ფორმულის არგუმენტები:
index_num – ინდექსური ნომერი
value1 – მნიშვნელობა N1
value2 – მნიშვნელობა N2
CHOOSE გვაძლევს იმ მნიშვნელობას სიიდან, რომლის პოზიციასაც მივუთითებთ ინდექსურ ნომერში. მაგ: CHOOSE(2,”ყვითელი”,”წითელი”,”მწვანე”) პასუხად მოგვცემს „წითელს“, რადგან „წითელი“ არის რიგით მეორე მნიშვნელობა სიაში. CHOOSE ფორმულაში შეგვიძია შევიტანოთ როგორც სიმბოლოები ასევე უჯრები და სივრცეები.
მაგალითი N1 – როდესაც ფორმულაში შეგვაქვს სიმბოლოები
როგორც ქვემოთ მაგალითშია მოცემული, ფორმულაში შევიტანეთ შემდეგი მნიშვნელობები:
წითელი, ყვითელი, მწვანე, ხოლო ინდექსურ ნომერში მივუთითეთ 3 და რადგან ამ სიაში მესამე პოზიციაზე არის „მწვანე“ ფორმულის პასუხიც არის „მწვანე“.
მაგალითი N2 – როდესაც ფორმულაში შეგვაქვს უჯრები
ფორმულაში შევიტანეთ შემდეგი მნიშვნელობები:
=Choose(2,A6,A7,A8)
- index_num – ინდექსური ნომერი – 2
- Value 1 – თბილისი
- Value 2 – ქუთაისი
- Value 3 – ბათუმი
რადგან index_num-ში მივუთითეთ 2. ხოლო Value 2 უდრის ქუთაისს ამიტომ ფორმულის პასუხი არის „ქუთაისი“. თუკი index_num-ში მივუთითებდით 1-ს მაშინ ფორმულის პასუხი იქნებოდა „თბილისი“.
მაგალითი N2 – როდესაც ფორმულაში შეგვაქვს სივრცე
ვთქვათ გვაქვს სამი თვის: იანვარი, თებერვალი და მარტის შესახებ ცხრილი, თითოეული თვის ქვემოთ წერია სამი რიცხვი, რომელთა ჯამი გამოტანილია შესაბამისად A14, B14 და C14 უჯრებში (შემდეგომ ფორმულის შედეგის გადასამოწმებლად).
ჩვენ გვინდა A11 უჯრაში ჩვენი სურვილის მიხედვით გადმოვიტანოთ ხან იანვარის, ხან თებერვლის, ან მარტის რიცხვთა ჯამი.
როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს:
A11 უჯრაში გვაქვს ორი ფორმულის (Sum და Choose) კომბინაცია.
Sum ფორმულაში შეგვაქვს Choose ფორმულით მიღებული მნიშვნელობა.
განვიხილოთ Choose
ფორმულაში შევიტანეთ შემდეგი მნიშვნელობები:
=Choose(1,A16:A18,B16:B18,C16:C18)
- index_num – ინდექსური ნომერი – 1
- Value 1 – A16:A18 (5,10,25)
- Value 2 – B16:B18 (7,9,12)
- Value 3 – C16:C18 (11,15,32)
შესაბამისად Choose ფორმულის პასუხია: A16:A18 (5,10,25) და თუ ამ მონაცემებს შევიტანთ Sum (ჯამის) ფორმულაში, მივიღებთ ამ რიცხვების ჯამს, ანუ 40-ს.
ანალოგიურად თუკი Choose ფორმულაში ინდექსურ ნომრად (index_num) ავირჩევდით 2-ს მივიღებდით B16:B18 სივრცის ჯამს, ანუ 28-ს.
სხვა ფორმულების განხილვები