UPPER
ფორმულის სახელი:
- UPPER
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- აკონვერტირებს პატარა ასოებით დაწერილ სიმბოლოებს დიდ ასოებად
ფორმულის მოწყობა:
=UPPER(text)
ფორმულის არგუმენტები:
text – ტექსტი, უჯრა
ამ ფორმულაში შეგვაქვს ტექსტი ან უჯრა. თუკი ან უჯრა ან ტექსტი შეიცავს პატარა სიმბოლოებს ისინი გადაკონვერტირდება დიდ სიმბოლოებად, აღნიშნული არ არის რელევანტური ქართული ანბანისთვის რადგან ჩვენ არ გვაქვს დიდი და პატარა ასოები, თუმცა რელევანტურია ინგლისური და სხვა ენებისთვის.
გარდა ამისა UPPER ფორმულა მოხსნის სხვადასხვა ტიპის ფორმატირებას.
ქვემოთ მოცემულია UPPER ფორმულის გამოყენების სხვადასხვა მაგალითები:
მაგალითი
როგორც ვხედავთ A2-დან A4-ის ჩათვლით გვაქვს ტექსტები, რომლებიც B2-B4 შესაბამის უჯრებში არსებულ ფორმულებში გადაკონვერტირებულია დიდ ასოებად/სიმბოლოებად.
გარდა ამისა A5-A11 უჯრებში შეყვანილია რიცხვები, რიცხვებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმატირებებით. და როგორც შესაბამის B5-B11 უჯრებში არსებულ ფორმულებში ჩანს, ეს ფორმატირებები გაუქმებულია.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ UPPER ფორმულის მიერ მიღებული შედეგი ყველა შემთხვევაში არის ტექსტი, მიუხედავად იმისა მიღებული შედეგი იქნება: ტექსტი, შერეული თუ რიცხვითი მნიშვნელობები, ანუ მაგალითად B5-B11 მიღებული შედეგები ექსელის მიერ აღქმული იქნება ტექსტად.