TRIM
ფორმულის სახელი:
- TRIM
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- გადმოაქვს მონაცემები თქვენს მიერ მითითებული უჯრიდან სიცარიელეებს (სფეისებს) გარეშე, უჯრაში არსებულ ტექსტებს სიმბოლოებს შორის ტოვებს მხოლოდ ერთ გამოტოვებას (სფეისს)
ფორმულის მოწყობა:
=Trim(text)
ფორმულის არგუმენტები:
text – ტექსტი, უჯრა
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ტექსტი ან ერთი უჯრა და პასუხად ფორმულა შლის ზედმეტ სიცარიელეებს და ისე გადმოაქვს მონაცემები მითითებული უჯრიდან ან ტექსტიადნ. კონკრეტულად რომელ სიცარიელეებს შლის ფორმულა:
- თუკი უჯრა (ტექსტი) იწყება სიცარიელეთი (სფეისით)
- თუკი უჯრა (ტექსტი) მთავრდება სიცარიელეთი (სფეისით)
- უჯრაში არსებულ ტექსტებს სიმბოლოებს შორის თუკი არის მრავალი სიცარიელე (სფეისი) ტოვებს მხოლოდ ერთს
მოდით ვნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს Trim ფორმულა.
მაგალითი
როგორც ვხედავთ A2 უჯრა იწყება გამოტოვებებით შემდეგ წერია სიტყვა „სახელი“ შემდეგ ისევ რამდენიმე გამოტოვება, შემდეგ სიტყვა „გვარი“. რა გააკეთა B2 უჯრაში ჩაწერილმა ფორმულა Trim-მა:
- მოაშორა გამოტოვებები (სიცარიელეები) რომლითაც იწყება უჯრა
- სახელსა და გვარს შორის დატოვა მხოლოდ ერთი გამოტოვება (სფეისი)
მსგავსად თუკი ფორმულაში პირდაპირ შევიტანთ ტექსტს, როგორც ეს B9 უჯრის შემთხვევაშია, ფორმულა ანალოგიურად იმუშავებს და შესაბამისად ანალოგიურ შედეგს მივიღებთ.
მსგავსი სტატიები