პროგრამა შექმნილია მცირე და საშუალო რესტორნებისთვის, რომლებსაც სურთ გაყიდვების მარტივად და ეფექტურად აღრიცხვა. პროგრამა არ წარმოადგენს სრულფასოვან ERP სისტემას ან რესურსების მართვის პლატფორმას; მისი ძირითადი დანიშნულებაა შეკვეთების რეგისტრაცია, მართვა და გაყიდვების ანალიზი.
ყურადღება!
პროგრამა შედგება ოთხი მაგიდისაგან, მაგიდების დამატების შემთხვევაში თითო მაგიდაზე ემატება 10 ლარი.
ძირითადი ფურცლები და სტრუქტურა
პროგრამა შედეგება რამდენიმე შიტისაგან:
Main
პროგრამის მთავარი სამუშაო სივრცე.
ეკრანზე განთავსებულია მაგიდების სქემები (სტანდარტულად ოთხი), რომელთა არჩევისას იხსნება შეკვეთის ფორმა.
მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის შექმნა, ნახვა, ცვლილება ან დახურვა კონკრეტული მაგიდისთვის.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი მაგიდების შექმნაც (ფასიანი მოდიფიკაციის ფარგლებში).
Products
შეიცავს კერძებისა და სასმელების სიას, ფასებსა და აღწერებს. ინფორმაცია შეყვანილია მენეჯერის მიერ ხელით.
Staff
ინახება თანამშრომლების მონაცემები (მომსახურე პერსონალი). თითოეული შეკვეთისას ირჩევა პასუხისმგებელი თანამშრომელი.
Live Orders
ყველა აქტიური შეკვეთა ინახება ამ ფურცელზე მანამ, სანამ არ დაიხურება. უზრუნველყოფს მიმდინარე შეკვეთების მონიტორინგს.
Completed Orders
დასრულებული შეკვეთების სრული ბაზა. წარმოადგენს ძირითადი ანალიტიკის წყაროს.
Deleted Orders
ინახავს ყველა იმ შეკვეთას, რომელიც წაიშალა „Completed Orders“-იდან.
ანალიტიკის ფურცლები
პერიოდის ანალიტიკა – დღის ჯამური შემოსავალი, გაყიდვები პროდუქტების და კატეგორიების ჭრილში
Analitics-All – გაყიდვების ჯამური ანალიზი თვეების მიხედვით.
Analitics-TOP – ტოპ-10 გაყიდვების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში (საერთო, თვიური, კვირეული, დღიური).
Analitics-Hour – გაყიდვების ანალიზი დროის შუალედებით: საუზმე (07:00–11:00), ლანჩი (11:00–16:00), ვახშამი (16:00–21:00), ღამე (21:00–00:00).

