
CTRL+I
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Shortcut
- თარიღი თებერვალი 24, 2021
ამ მალსახმობით ხდება Home განყოფილების ქვეგანყოფილება Font-ში არსებული ფუნქციის Italic (დახრა), გამოძახება.

რა შეიძლება დავხაროთ ექსელში?
- უჯრის მთლიანი შიგთავსის დახრა – თუკი ერთი უჯრის მთლიანი შიგთავსის დახრა გვინდა, ვდგებით ამ უჯრაზე რომლის დახრაც გვინდა და ვაჭერთ CTRL+I
- უჯრაში არსებული მონაცემების ნაწილის დახრა – მაგალითად უჯრაში წერია: „გამარჯობა გაგიმარჯოს“ და გვინდა დავხაროთ მხოლოდ სიტყვა „გაგიმარჯოს“, ამისათვის ვააქტიურებთ (გავხსნით) უჯრას, მოვნიშნავთ კონკრეტულ მონაცემებს უჯრაში და მერე დავაჭიროთ CTRL+I

სივრცის დახრა – მაგალითად თუ გვინდა A1:B10 სივრცის უჯრების შიგთავსის დახრა, მოვნიშნავთ სივრცეს და დავაჭიროთ CTRL+I

დახრის ეფექტის მოხსნა
იმისათვის რათა მოხსნათ დახრის ეფექტი:
- უნდა დადგეთ იმ უჯრაზე/უჯრებზე სადაც გამოყენებულია დახრის ფორმატირება
- დააჭირეთ CTRL+I
მსგავსი მალსახმობები:
Ctrl + B
მოქმედება: გამუქების (Bold) ჩართვა-გამორთვა.
Ctrl + U
მოქმედება: ტექსტის ქვედა ხაზის (Underline) ჩართვა-გამორთვა.
Ctrl + 5
მოქმედება: ტექსტის გადახაზვა (Strikethrough).
Ctrl + Shift + F
მოქმედება: შრიფტის ფორმატის ფანჯრის გახსნა.
Ctrl + Shift + P
მოქმედება: შრიფტის ზომის შეცვლის ფანჯრის გახსნა.
თეგებიCtrl+I, Excel, ექსელი, მალსახმობები ექსელში, ფორმულები, ფორმულები ექსელში
ასევე ნახეთ
CTRL+C
კომბინაციის დასახელება: CTRL + C კომბინაციის ტიპი: კლავიატურის კომბინაცია (Shortcut) აღწერა: აკოპირებს მონიშნულს (შესაძლოა იყოს ტექსტი, რიცხვები, უჯრები, ფაილები და ა.შ.), რის შემდეგაც შეგვიძლია მისი ჩასმა სხვა ადგილზე (CTRL + V). როგორ მუშაობს (მაგალითები Excel-ში): მონიშნეთ სასურველი უჯრა/უჯრები ან მონაცემები, …
CTRL+S
ამ მალსახმობით ხდება File განყოფილების ქვეგანყოფილება Save-ში არსებული ფუნქციის Save (დამახსოვრება) გამოძახება. რას აკეთებს Save? როგორც ფუნქციის სახელი გვეუბნება, ეს ფუნქცია აკეთებს კონკრეტული ექსელის ფაილში ცვლილებების დამახსოვრებას. საიდან შეგვიძლია ეს ფუნქცია გამოვიძახოთ? ანუ სად არის ის განთავსებული: File განყოფილების ქვეგანყოფილება …




