შენი AI ასისტენტი პირდაპირ Excel-ში
XLab Assistant გეხმარება მონაცემებთან, ფორმულებთან და დიაგრამებთან მუშაობაში. დაწერე, რისი გაკეთება გსურს, გადახედე შემოთავაზებულ ცვლილებებს და შემდეგ გამოიყენე ისინი ფურცელზე.
- კითხვები და განმარტებები ქართულად ან ინგლისურად.
- ფორმულების შექმნა და მონაცემების დამუშავება.
- დიაგრამების, ცხრილებისა და მარტივი ილუსტრაციების შექმნა.
- ცვლილებების წინასწარი გადახედვა და ბოლო ცვლილების გაუქმება.
დაყენება მარტივია
- შეძენის შემდეგ გახსენი ჩემი ანგარიში → ჩემი აპები და ჩამოტვირთე ინსტალერი.
- დახურე Excel და გაუშვი XLab-Assistant-Setup-0.12.3.exe. ფაილების ამოარქივება და ადმინისტრატორის პაროლი არ გჭირდება.
- გახსენი Excel და Home ჩანართის ბოლოში დააჭირე XLab-ს.
- პანელში აირჩიე შესვლა. საიტზე შეგიძლია შეხვიდე Google-ით ან ელფოსტით. შეიყვანე პანელზე ნაჩვენები კოდი.
- როდესაც გამოჩნდება „XLab Assistant დაკავშირებულია“, დაბრუნდი Excel-ში და დაიწყე მუშაობა.
ინსტალერი ჯერ ციფრულად ხელმოწერილი არ არის, ამიტომ Windows-მა შეიძლება გამომცემლის შესახებ გაფრთხილება აჩვენოს.
როგორ გამოიყურება
პროგრამის რეალური ეკრანები — გახსნა, ანგარიშის დაკავშირება და სამუშაო პანელი.




რა შედის შეძენაში?
აპის შეძენა ერთჯერადია. უფასო AI გეგმა მოქმედებს ბოლო ახალი აპის შეძენიდან 3 კალენდარული თვის განმავლობაში და აქვს ყოველთვიური გამოყენების ლიმიტი. გამოუყენებელი ბალანსი შემდეგ თვეში არ გადადის.
ამ ვადის შემდეგ AI-ის გამოყენების გასაგრძელებლად საჭიროა ფასიანი გეგმა. ფასიანი გეგმა ავტომატურად არ ჩაირთვება — მას თავად ირჩევ. დამატებითი აპის შეძენა ან გამოწერის გაუქმება უფასო პერიოდს თავიდან არ იწყებს.
თავსებადობა
ვერსია 0.12.3. საჭიროა Windows, Excel-ის დესკტოპ ვერსია VBA-ის მხარდაჭერით, .NET Framework 4.8 და ინტერნეტი AI-ის გამოსაყენებლად. ძირითადი თავსებადობის სამიზნეებია Excel 2013, 2016 და 2019, 32-ბიტიანი და 64-ბიტიანი ვერსიები. Mac და Excel Online ამ ვერსიაში მხარდაჭერილი არ არის.










