HLOOKUP
ფორმულის სახელი:
- Hlookup
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, თქვენს მიერ მითითებული სივრცის პირველ სტრიქონში და პასუხად გვაძლევს ამ მნიშვნელობის ქვემოთ არსებული უჯრებში ჩაწერილი მონაცემებიდან ერთ-ერთს index_number -ში მითითებული სვეტის ნომრის მიხედვით. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი და მიახლოებითი)
ფორმულის მოწყობა:
=HLOOKUP(lookup_value,table_array,col_index_num,[range_lookup])
ფორმულის არგუმენტები:
lookup_value – მნიშვნელობა რასაც ვეძებთ
lookup_array – სივრცე სადაც ვეძებთ მნიშვნელობას და საიდანაც გვინდა ამ მნიშვნელობის შესაბამისი მნიშვნელობის გადმოტანა
col_index_num – ჩვენს მიერ არჩეულ სივრცეში იმ სტრიქონის ნომერი რომლის გადატანაც გვინდა
range_lookup – შესაბამისობის ტიპი
[range_lookup] – შესაბამისობის ტიპი
აქ წერთ ორი მნიშვნელობიდან ერთ ერთს: True – 1, False – 0;
– ნულს (0) ვწერთ მაშინ, როდესაც გვინდა ზუსტი შესაბამისობა,
– ერთს (1) ვწერთ როდესაც გვაწყობს ფორმულამ მოგვიძებნოს ჩვენთვის სასურველ მნიშვნელობასთან ყველაზე ახლოს მდგომი მნიშვნელობა.
მაგალითი N1
ვთქვათ, გვაქვს ორი ცხრილი. ორივე ცხრილი არის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების შესახებ. პირველი შედგება ორი სვეტისაგან:
- სახელი და გვარი
- იანვრის თვის ხელფასი
მეორე ცხრილი შედგება ასევე ორი სვეტისაგან:
- სახელი და გვარი
- თებერვლის თვის ხელფასი
ასევე აღსანიშნავია, რომ სახელი და გვარების თანმიმდევრობა პირველ და მეორე ბაზაში განსხვავებულია.
ჩვენ გვინდა პირველ ცხრილში დავამატოთ ერთი სტრიქონი: თებერვლის თვის ხელფასი, სადაც მეორე ცხრილიდან გადმოვიტანთ სახელი და გვარების შესაბამის თებერვლის თვის ხელფასს.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
lookup_value – B2 (რადგან გვინდა მოვძებნოთ სახელი და გვარი)
lookup_array – $A$8:$I$9 (მეორე ბაზა. $ – გამუდმივების ნიშანი, რომ ფორმულის გადაკოპირების შემდეგ სივრცე არ შეიცვალოს)
col_index_num – 2 – რადგან მონიშნული სივრციდან გვინდა მეორე სტრიქონში ანუ „თებერვალი“-ში არსებული მონაცემის გადატანა.
range_lookup – False იგივე 0, რადგან ვეძებთ ზუსტ შესაბამისობას.
როგორც ვხედავთ პირველი ფორმულის (B4 უჯრა) პასუხი არის 2300 რადგან ცხრილ ნომერ ორში, პირველი ცხრილი პირველი სახელისა და გვარის (გიორგი მასპინძელაშვილი) შესაბამისი თანხა მეორე ბაზაში არის 2300.
ეს ძებნის სტილი იყო „ზუსტად შესაბამისის ძებნა“, ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მიახლოებითი ძებნა. მაგალითად:
მაგალითი N2
გვაქვს ვაუჩერის ნომრების ორი ბაზა, ორივე ბაზა შედგება ორი სტრიქონისგან:
- ვაუჩერის ნომერი
- ღირებულება
ჩვენ გვინდა, რომ მეორე ბაზიდან პირველ ბაზაში გადავიტანოთ შესაბამისი ვაუჩერის ღირებულება, ხოლო თუკი პირველ ბაზაში არსებული ვაუჩერის ნომერი მეორე ბაზაში არ იქნება, მაშინ გადმოვიტანოთ ყველაზე ახლო მდგომი (ერთით ქვემოთ მდგომი ნომრის) ვაუჩერის ნომრის შესაბამისი ღირებულება.
როგორც ვხედავთ D4 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგი არის 2300.
პირველ ბაზაში D4 უჯრაში არსებული ფორმულით:
ვეძებთ რიცხვს 9-ს მეორე ბაზაში, როგორც ვხედავთ მეორე ბაზაში რიცხვი 9 არ წერია. ხოლო ცხრაზე დაბალი პირველივე რიცხვი არის 7 რომლის შესაბამისი ღირებულებაც არის 2300, ამიტომ ფორმულის შედეგია 2300.
მსგავსი სტატიები