DATE
ფორმულის სახელი:
- DATE
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს თარიღს
ფორმულის მოწყობა:
=DATE(year,month,day)
ფორმულის არგუმენტები:
- Year – წელი
- Month – თვე
- Day – დღე
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს წელი, თვე, რიცხვი და ფორმულა პასუხად გვაძლევს შესაბამის თარიღს.
როგორ შეგვიძლია ფორმულაში არგუმენტების შეტანა?
მაგალითი N1
როგორც D3 უჯრაში ვხედავთ, ფორმულაში შეგვიძლია ხელით შევიტანოთ: წელი, თვე რიცხვი და ფორმულა შედეგად მოგვცემს შესაბამის თარიღს, რაც ჩვენს შემთხვევაში არის 2022 წლის 15 დეკემბერი.
ასევე ფორმულაში შეგვიძლია შევიტანოთ უჯრები სადაც წერია წელი, თვე და რიცხვი რაც გაკეთებულია D4 უჯრაში არსებული ფორმულის შემთხვევაში.
გარდა ამისა არგუმენტების შეტანა შესაძლებელია იყოს კომბინირებული, შევიტანოთ როგორც უჯრა ასევე ხელით შევიტანოთ რომელიმე არგუმენტი, ასეთი შემთხვევა გვაქვს D5 უჯრაში, სადაც წელი შეტანილია ხელით ხოლო თვე და რიცხვის არგუმენტებად შეტანილია უჯრები.
გაითვალისწინეთ!
თუკი ფორმულაში, მაგალითად თვის არგუმენტში, მივუთითებთ 12-ზე მეტს, როგორც ეს D6 უჯრაშია ნაჩვენები, სადაც შეტანილია 13, ასეთ დროს თარიღს დაემატება ერთი წელი და ერთი თვე.
მაგალითი N2 – DATE-ს კომბინირებულად გამოყენება სხვა ფორმულებთან
გვინდა კონკრეტულ თარიღს, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არის 2022 წლის 15 დეკემბერი, დავუმატოთ სამი წელი, ორი თვე და თხუთმეტი დღე. როგორ გავაკეთოთ ეს?
როგორც ვხედავთ E10 უჯრაში გვაქვს რამდენიმე ფორმულის კომბინაცია, (date,year,month,day), უფრო ზუსტად კი date ფორმულაში შეტანილი გვაქვს თარიღიდან (რომელიც A10 უჯრაში წერია) გამოყოფილი: წელი, თვე, დღე და დამატებული გვაქვს ჩვენთვის სასურველი, წლების თვეების და დღეების რაოდენობა. (3 წელი, 2 თვე და 15 დღე)
ტექნიკურად როგორ ვამატებთ წელს/თვეს/დღეს?
Year(A10) გამოყოფს წელს A10 უჯრაში არსებული თარიღიდან და შემდეგ დამატებული აქვს სამი.
ანალოგიურად ხდება თვისა და დღის შემთხვევაშიც, სადაც Month(A10) გამოყოფს თვეს თარიღიდან, ხოლო Day(A10) გამოყოფს დღეს თარიღიდან და შემდეგ ვუმატებთ ჩვენთვის სასურველ თვეებისა და დღეების რაოდენობას. E11 უჯრაშიც იგივე მიდგომაა გამოყენებული, განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ თუ E10 უჯრაში არსებული ფორმულაში დამატებით დღეებს ვწერთ ხელით, ამ შემთხვევაში წელი, თვე და დღე რომლებიც გვინდა დაემატოს თარიღს გვიწერია უჯრაში და ვუთითებთ იმ უჯრას. მაგ: Year(A11)+D11, სადაც A11-ში არსებულ წელს ვუმატებთ D11-ში არსებულ რიცხვს.
სხვა ფორმულების განხილვები