
ROUND
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი ივლისი 12, 2025
ფორმულის სახელი:
ROUND
ფორმულის ტიპი:
- მათემატიკური
ფორმულის აღწერა:
- ამრგვალებს რიცხვს მითითებული წილადის სიზუსტით.
ფორმულის მოწყობა:
=ROUND(number, num_digits)
ფორმულის არგუმენტები:
- number – რიცხვი ან უჯრა, რომლის დამრგვალებაც გვსურს.
- num_digits – ის რიცხვი, წილადის რა ნაწილსაც უნდა შეიცავდეს მიღებული რიცხვი.
ℹ️ შენიშვნა:
- თუ num_digits დადებითია — ამრგვალებს ათწილადის მარჯვნივ.
- თუ num_digits ნულია — შედეგი იქნება მთელი რიცხვი.
- თუ num_digits უარყოფითია — ამრგვალებს ათეულზე, ასეულზე და ა.შ.
მაგალითები:
როგორც ვხედავთ B2 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 10.3, რადგან ფორმულაში num_digits-ის მნიშვნელობაა 1, შესაბამისად რიცხვი დამრგვალდა ათწილადის პირველ ციფრამდე.
B3 უჯრაში მივიღეთ 10.35, ვინაიდან num_digits-ში მითითებულია 2, რაც ნიშნავს რომ დამრგვალდა ასწილადის ციფრამდე. ეს განსაკუთრებით ჩანს იქ, სადაც მესამე ციფრი (5) უკვე ზემოთ ამრგვალებს. (მათემატიკური წესით დამრგვალება)
B4 უჯრაში შედეგია 10.346 – ამჯერად num_digits არის 3, რაც ნიშნავს, რომ რიცხვი ათასწილადამდე არის დამრგვალებული.
B5 უჯრაში გვაქვს რიცხვი 1,506,152, რადგან num_digits არის 0. ამ შემთხვევაში ROUND ფუნქცია მთელი რიცხვის დონეზე ამრგვალებს, ანუ ათწილადი სრულად იშლება.
B6 უჯრაში მივიღეთ 1,506,150, ვინაიდან num_digits-ში მითითებულია -1. ეს ნიშნავს, რომ მრგვალდება ათეულებზე – ბოლო ციფრი (2) ნაკლებია 5-ზე, ამიტომ დარჩა ქვედა ათეული.
B7 უჯრაში შედეგია 1,506,200, რადგან num_digits-ია -2. ამ შემთხვევაში მრგვალდება ასეულებზე.
B8 უჯრაში ვხედავთ 2,000,000.0000 – num_digits-ის მნიშვნელობაა -6, რაც ნიშნავს რომ მრგვალდება მილიონებამდე. ამ შემთხვევაში 1,506,152-ის პირველი ციფრი არის 1, შემდეგი 5 – რომელიც უკვე ზრდის მას 2-მდე.
ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, როგორ მოქმედებს ROUND ფუნქცია num_digits-ის მიხედვით:
– დადებითი რიცხვები წილადის ციფრებზე ამრგვალებს
– ნული მრგვალებს მთელ რიცხვამდე
– უარყოფითი რიცხვები მრგვალებს ათეულებზე, ასეულებზე, ათასებზე და ზემოთ
📌 სხვა სასარგებლო ფორმულები
ROUNDUP:
- ფორმულის სახელი: ROUNDUP
- აღწერა: ყოველთვის ამრგვალებს რიცხვს ზემოთ, მითითებული წილადის მიხედვით.
- მოწყობა: =ROUNDUP(number, num_digits)
ROUNDDOWN:
- ფორმულის სახელი: ROUNDDOWN
- აღწერა: ყოველთვის ამრგვალებს რიცხვს ქვემოთ, მითითებული წილადის მიხედვით.
- მოწყობა: =ROUNDDOWN(number, num_digits)
INT:
- ფორმულის სახელი: INT
- აღწერა: აბრუნებს რიცხვის მთლიან ნაწილს, დამრგვალებულს ქვემოთ უახლოეს მთელ რიცხვამდე.
- მოწყობა: =INT(number)
TRUNC:
- ფორმულის სახელი: TRUNC
- აღწერა: აშორებს ათწილადს და აბრუნებს მხოლოდ მთელ ნაწილს, დამატებითი დამრგვალების გარეშე.
- მოწყობა: =TRUNC(number, [num_digits])
პროგრამები ექსელში







