გაყიდვების მენეჯერი არის მეტწილად ავტომატიზებული Excel ფაილი, რომელიც დაგეხმარებათ პროდუქციის გაყიდვების მარტივად აღრიცხვასა და კონტროლში — პროგრამა განკუთვნილია მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის.
📦 ფუნქციები:
- პროდუქციის ბაზა დასახელებით და ფასებით
- გაყიდვების ავტომატური ჩაწერა
- რეალურ დროში განახლებადი დაფა (Dashboard)
- ყველაზე მეტად გაყიდვადი პროდუქტის ავტომატური იდენტიფიკაცია
- ჩაშენებული ფორმულები და VBA კოდები – არ მოითხოვს დამატებით კოდირებას
🎯 გამოყენება მარტივია – საჭიროა მხოლოდ მონაცემების შეყვანა, დანარჩენს Excel გააკეთებს
✅ ვისთვის არის განკუთვნილი:
- მცირე მეწარმეები
- მომსახურების ან პროდუქტის განმთავსებლები
📊 გაწვდით ასეთ ინფორმაციას:
- მთლიანი შემოსავალი
- გაყიდული ერთეულების რაოდენობა
- დაყიდვის დროს
- მიღებული თანხის ტიპი (ნაღდი/ბარათი)
- საუკეთესო გაყიდვადი პროდუქტი
- ყველა ტრანზაქცია ერთ ცხრილში
ფაილი შედგება რამდენიმე შიტისაგან:
- ინსტრუქცია – პროგრამის გამოყენების მოკლე გზამკვლევი
- Dashboard – შეჯამებული ინფორმაცია გაყიდვებზე
- Sale – გაყიდვების ჩანაწერები
- List – პროდუქციის სია
- Register – ტრანზაქციების რეგისტრი
ინსტრუქციის ფურცელი:
ამ ფურცელზე წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ემსახურება თითოეული სამუშაო ფურცელი და როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი სწორად.
Dashboard – სამუშაო ფურცელი
ამ ფურცელზე ავტომატურად გენერირდება გაყიდვების შეჯამებული ინფორმაცია, მათ შორის:
- დღის, კვირისა და თვის ტოპ 5 გაყიდვადი პროდუქტი
- ჯამურად გაყიდული ერთეულების რაოდენობა
- თვეების მიხედვით მიღებული შემოსავალი
ინფორმაცია განახლდება ავტომატურად, თქვენი შეყვანილი მონაცემების მიხედვით.
Sale – სამუშაო ფურცელი
ამ ფურცლიდან ხდება გაყიდვის ტრანზაქციის განხორციელება. მომხმარებელი ავსებს შემდეგ ველებს:
- გაყიდვის მეთოდი – ნაღდი თუ ბარათით ანგარიშწორება
- მიღებული თანხა – ავტომატურად გამოითვლება დასაბრუნებელი ხურდა
- პროდუქტის არჩევა – კოდის ან დასახელების მითითებით
- რაოდენობა – შეყვანა შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე ისრებით
ყველა ველის შევსების შემდეგ, ღილაკზე „გატარება“ დაჭერით, ტრანზაქცია ავტომატურად ინახება Register ფურცელში.
List – სამუშაო ფურცელი
ამ ფურცელზე შეჰყავთ ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტების შესახებ, მათ შორის:
- უნიკალური კოდი
- პროდუქტის დასახელება
- გასაყიდი ფასი
ℹ️ მნიშვნელოვანია, რომ როგორც კოდი, ისე დასახელება იყოს უნიკალური.
Register – სამუშაო ფურცელი
ამ ფურცელზე ავტომატურად ფიქსირდება ყველა ტრანზაქცია, რომელიც შესრულებულია Sale ფურცლიდან.
გაყიდვების მონაცემები გადმოდის ავტომატურად და გროვდება ერთ ცხრილში, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად ნახოთ სრული ისტორია.