
POWER
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი აგვისტო 6, 2025
ფორმულის სახელი:
POWER
ფორმულის ტიპი:
- მათემატიკური
ფორმულის აღწერა:
- POWER ფუნქციას რიცხვი აჰყავს ხარისხში.
ფორმულის მოწყობა:
=POWER(number, power)
ფორმულის არგუმენტები:
- number – საწყისი რიცხვი
- power – ხარისხი, რომელშიც უნდა ავიყვანოთ რიცხვი
მაგალითები:
პირველ მაგალითში, C2 უჯრა, ფორმულის პასუხია 2. ეს ლოგიკურია, რადგან ნებისმიერი რიცხვი ერთ ხარისხში იგივე რიცხვია.
მეორე მაგალითში, C3 უჯრა, =POWER(2,2) → 4. რადგან რიცხვი 2 მეორე ხარისხში, ანუ 2 × 2 არის 4.
შემდეგ მაგალითში, C4 უჯრა, =POWER(2, 5.1) აბრუნებს 34.2967508. აქ გვაქვს რიცხვის წილად ხარისხში აყვანის მაგალითი. რიცხვი 2 აგვყავს 5.1 ხარისხში, რაც ნიშნავს რომ 2 გამრავლებულია საკუთარ თავზე 5.1-ჯერ. შესაბამისად POWER ფუნქცია მუშაობს არა მხოლოდ მთელ, არამედ წილად ხარისხებთანაც.
მეორე საინტერესო მაგალითში, C5 უჯრა, გვაქვს =POWER(2.5 , 2), რაც გვაძლევს 6.25 — ანუ 2.5 ავიყვანეთ კვადრატში: 2.5 × 2.5 = 6.25.
შემდეგი მაგალითია, C6 უჯრა, ნეგატიური რიცხვის ხარისხში აყვანა : =POWER(-3, 2) → 9. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი რიცხვი უარყოფითია, ხარისხი არის ლუწი (2), რის გამოც მივიღეთ დადებითი შედეგი: -3 × -3 = 9.
შემდეგ მაგალითში =POWER(3,-2) აბრუნებს 0.111111111. აქ რიცხვი ავიყვანეთ უარყოფით ხარისხში — რაც იგივეა რაც 1 ÷ (3^2) ანუ 1 ÷ 9, რაც გვაძლევს ზუსტად ამ შედეგს.
შემდეგი მაგალითია =POWER(4,1/2) რაც გვაძლევს 2. წილადი ხარისხი ერთი მეორედი, მათემატიკურად ნიშნავს კვადრატულ ფესვს. 4-ის კვადრატული ფესვი კი სწორედ 2-ია.
ბოლო მაგალითში =POWER(27,1/3) გამოყენებულია კუბური ფესვი, რადგან ხარისხად გამოყენებულია 1/3. 27-ის კუბური ფესვი არის 3.
📌 სხვა დაკავშირებული ფუნქციები
EXP:
- ფორმულის სახელი: EXP
- აღწერა: აბრუნებს ე.წ. ნეპერის მუდმივის (e ≈ 2.718) ხარისხს, ანუ e^number.
- მოწყობა: =EXP(number)
SQRT:
- ფორმულის სახელი: SQRT
- აღწერა: გვაძლევს რიცხვის კვადრატულ ფესვს.
- მოწყობა: =SQRT(number)
LOG:
- ფორმულის სახელი: LOG
- აღწერა: აბრუნებს ლოგარითმს მითითებული რიცხვის, მითითებული ბაზის საფუძველზე.
- მოწყობა: =LOG(number, base)
LN:
- ფორმულის სახელი: LN
- აღწერა: აბრუნებს ბუნებრივ ლოგარითმს (LOG base e).
- მოწყობა: =LN(number)
^ ოპერატორი:
- ფუნქციის სახელი: ^ (ხარისხის ოპერატორი)
- აღწერა: POWER ფუნქციის ალტერნატივა — აჰყავს რიცხვი ხარისხში.
- მოწყობა: =A1^B1







