როგორ გავიარო რეგისტრაცია საიტზე?
საიტზე რეგისტრაციის გასავლელად ზედა მენიუზე უნდა დააჭიროთ ღილაკს რეგისტრაციას:
ამის შემდეგ გაიხსნება გვერდი სადაც შეიყვანთ: მეილს, პაროლს, სახელსა და გვარს და დაასრულებთ რეგისტრაცია. (დააჭერთ ღილაკს (COMPLETE SIGN UP)
დასრულების შემდეგ მეილზე გამოგეგზავნებათ ანგარიშის გააქტიურების ბმული რომელზე დაჭერის შემდგომაც გააქტიურდება თქვენი ანგარიში და შეძლებთ პროფილზე შესვლასა და კურსების შეძენას.
როგორ ვიყიდო კურსი?
ვიდეო კურსის შეძენა შეგიძლიათ მენიუდან ორნაირად:
1. დააჭირეთ ღილაკს კურსები
ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ გადახვალთ გვერდზე სადაც ჩამოთვლილია ამჟამად ხელმისაწვდომი კურსები, კურსის შესაძენად დააჭირეთ ღილაკს Take This Course
2. დააჭირეთ ღილაკს ვიდეო კურსის შეძენა
ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ გადახვალთ გვერდზე სადაც ჩამოთვლილია ამჟამად ხელმისაწვდომი პროდუქტები, პროდუქტის ანუ კურსის შესაძენად დააჭირეთ ღილაკს კალათაში დამატება
როგორ გადავიხადო კურსის საფასური?
გადახდის ინსტრუქცია მოცემულია კურსის ყიდვის დროს.
როგორ შევიდე ჩემს პროფილზე?
პროფილზე შესვლა შეგიძლიათ მენიუს უკიდურეს მარჯვენა კუთხეში განთავსებული ღილაკით შესვლა
ამის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა სადაც უნდა დააჭიროთ ღილაკს Login With Email (მეილით შესვლა) და შემდეგ შეიყვანთ იმ მეილს და შესაბამის პაროლს რომელიც გაქვთ გამოყენებული რეგისტრაციის დროს
ამის შემდეგ რამდენიმე წამში მენიუს უკიდურეს მარჯვენა კუთხეში განთავსებული ღილაკის შესვლა-ს მაგივრად გამოჩნდება თქვენი პროფილის სახელი (Username) და მასზე დაჭერის შემდეგ ჩამოიშლება მენიუ, საიდანაც შეძლებთ თქვენს პროფილზე გადასვლას