Ⴑილაბუსი
შერეული კურსი პირველი ნაბიჯები MS Excel-ში
კურსი შექმნილია ისეთი მსმენელისთვის ვისაც აქამდე შედება არ ქონია, ან ქონია მინიმალური შეხება MS Excel-თან და სურს გადადგას პირველი ნაბიჯები მის შესასწავლად.
ეს არის ნაზავი ვიდეო გაკვეთილებისა და ონლაინ შეხვედრების. რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სწავლის პროცესს.
კურსი მოიცავს შემდეგ სასწავლო მასალას: ექსელის ფაილის შექმნა, მისი ინტერფეისის ანალიზი, მონაცემთა შეტანა უჯრებში, მონაცემების რედაქტირება, უჯრებისა და მასში არსებული მონაცემების მარტივი ფორმატირებები, მონაცემების მოძებნა ექსელში, ფილტრის გამოყენება. გარდა ამისა კურსი ასევე მოიცავს მარტივ ფორმულებს.
კურის შედგება ორი ნაწილისაგან:
- ვიდეო გაკვეთილები: 15+ ვიდეო გაკვეთილი, ვიდეოების ჯამური ხანგრძლივობა 220 წუთი.
- ონლაინ შეხვედრები Zoom-ის გამოყენებით. სულ ორი შეხვედრა: პირველი შეხვედრა 8 ვიდეოს გავლის შემდეგ, მეორე შეხვედრა ყველა ვიდეოს გავლის შედეგ. ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა 1,5 საათი.
კურსის ფარგებში თქვენ გაივლით, საბაზისო 13 ფუნქციასა და საბაზისო 8 ფორმულას. კურსი შეიცავს თეორიული მასალას, სავარჯიშოებსა და ტესტებს.
ერთი ონლაინ შეხვედრის ხანგრძლივობა: 90 წუთი
სულ კურსის ხანგრძლივობა (ვიდეო+ონლაინ შეხვედრა): 360+ წუთი (6+ საათი)
ვიდეო გაკვეთილები – ნაწილი N1
1. შესავალი
- ზოგადი განხილვა თუ რა არის MS Excel და რაში გამოიყენება ის
2. დოკუმენტის შექმნა
- როგორ შევქმნათ ახალი ექსელის ფაილი ჩვენს კომპიუტერში
3. ექსელის ინტერფეისის ანალიზი
- სწრაფი შესვლის პანელი
- ჩაკეცვა, ფანჯრის ზომის ცვლილება და დახურვა
- განყოფილებები და ქვეგანყოფილებები
- მთავარი სამუშო ფურცელი
- სტატისტიკური ინფორმაცია
- ხედვის ტიპები და zoom
4. უჯრაში მონაცემების შეტანა
- ცარიელ უჯრაში მონაცემის შეტანა
- უჯრაში არსებული მონაცემის რედაქტირება
- რიცხვად აღიქვამს თუ ტექსტად ექსელი უჯრაში არსებულ მონაცემებს
5. ფაილის დამახსოვრება
- Save – ცვლილებების დამახსოვრება
- Save As – „დავიმახსოვროთ როგორც“ – ცალკე ფაილად დამახსოვრება
6. უჯრაში არსებული მონაცემების ფორმატირება (ნაწილი N1)
- ფონტი, ზომა, გამუქება, დახრა, ხაზგასმა
- უჯრის საზღვრებში ჩასმა
- უჯრის ფერისა და უჯრაში არსებული ტექსტის ფერის ცვლილება
7. უჯრაში არსებული მონაცემების ფორმატირება (ნაწილი N2)
- უჯრის სიმაღლისა და სიგანის მიმართ მონაცემების გასწორება
- აბზაცი
- დახრა
- ვრაპი
- უჯრების გაერთიანება
8. უჯრაში არსებული მონაცემების ფორმატირება (ნაწილი N3)
- უჯრაში არსებული მონაცემების დაფორმატება: რიცხვად, ვალუტად, ტექსტად
ონლაინ შეხვედრა N1 – განვლილი მასალის შეჯამება
ვიდეო გაკვეთილები – ნაწილი N2
1. ფორმულების შესახებ ზოგადი ინფორმაცია
- სად არის განლაგებული ფორმულები ექსელში?
- რა ტიპის ფორმულები არსებობს?
- როგორ უნდა დავწერო ფორმულა?
2. მონაცემების დაკოპირება და ჩასმა
- უჯრის ამოჭრა
- უჯრის დაკოპირება
- ფორმატების გადატანა
- ჩასმის სხვადასხვა ტიპები
3. მარტივი ფორმულები ექსელში:
- Sum, Average , Count, CountA, Countblank
- Max, Min
- if
4. მონაცემების ძებნა ექსელში
- Find – ძებნა
- Replace – ჩანაცვლება
5. ფილტრის გამოყენება
- როგორ დავადოთ მონაცემებს ფილტრი
- რა ტიპის ფილტრები არსებობს: ფილტრი ტექსტისთვის, ფილტრი რიცხვისთვის
- ფილტრის ფანჯარა
6. ფაილის შესახებ ინფორმაციის გაგება
- File განყოფილების ქვეგანყოფილება Info
- File განყოფილების ქვეგანყოფილება New
ონლაინ შეხვედრა N2 – განვლილი მასალის/კურსის შეჯამება
კურსის მახასიათებლები
- ლექტორი 18
- ქვიზები 14
- ხანგრძლივობა 365 დღე
- უნარის დონე Beginner
- ენა ქართული
- სტუდენტები 54
- შეფასებები დიახ