Excel-ში სხვადასხვა ფუნქციებსა და ფორმულებთან წვდომისათვის გამოიყენებენ მალსახმობებს (Shortcuts).
მალსახმობი (Shortcut) – ეს არის კლავიატურის ღილაკი ან ღილაკთა კომბინაცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მარტივად გამოვიძახოთ კონკრეტული ფუნქცია თუ ფორმულა.
ქვემოთ ცხრილში მოცემულია, მათგან ყველაზე გამოყენებადები:
N | ფუნქცია (რას აკეთებს) | ღილაკთა კომბინაცია (Windows) | ღილაკთა კომბინაცია (Mac) |
---|---|---|---|
1 | გამუქება (Bold) | Ctrl + B | ⌘ + B |
2 | დახრა (italic) | Ctrl + I | ⌘ + I |
3 | ექსელის წიგნის დამახსოვრება (Save) | Ctrl + S | ⌘ + S |
4 | კოპირება (Copy) | Ctrl + C | ⌘ + C |
5 | ჩასმა (Paste) | Ctrl + V | ⌘ + V |
6 | ქმნის ექსელის ახალ წიგნს (Excel workbook)-ს | Ctrl + N | ⌘ + N |
7 | ამოჭრა (Cut) | Ctrl + X | ⌘ + X |
8 | ქმედების უკან დაბრუნება (Undo) | Ctrl + Z | ⌘ + Z |
9 | Go To -ფანჯრის გახსნა | Ctrl + G | ⌘ + G |
10 | ხსნის მოძებნა & ჩანაცვლების (Find and Replace) ფანჯარას, ძებნის (Find) ნაწილს | Ctrl + F | ⌘ + F |
11 | ხაზგასმის ეფექტი (Underline) | Ctrl + U | ⌘ + U |
12 | ხსნის მოძებნა & ჩანაცვლების (Find and Replace) ფანჯარას, ჩანაცვლების (Replace) ნაწილს | Ctrl + H | ⌘ + H |
13 | ააქტიურებს Fill Down ფუნქციას | Ctrl + D | ⌘ + D |
14 | ააქტიურებს Flash Fill ფუნქციას | Ctrl + E | ⌘ + E |
15 | ააქტიურებს Fill Right ფუნქციას | Ctrl + R | ⌘ + R |
16 | ექსელის წიგნის დახურვა (Close Excel Workbook) | Ctrl + W | ⌘ + W |
17 | ამობეჭდვის (Print) ფანჯრის გახსნა | Ctrl + P | ⌘ + P |
18 | ხსნის ჰიპერლინკის ჩასმის (Insert Hyperlink) ფანჯარას | Ctrl + K | ⌘ + K |
19 | ხსნის File განყოფილების ქვეგანყოფილება Open-ს (ფაილის გახსნაგახსნა) | Ctrl + O | ⌘ + O |
20 | თუკი ცხრილზე დგახართ მონიშნავს მნთლიან ცხრილს, თუკი ცარიელ უჯრაზე დგახართ მონიშნავს მთლიან ფურცელს (Sheet) | Ctrl + A | ⌘ + A |
21 | კონტექსტური (მინი) მენიუს გახსნა | Ctrl + F10 | ⌘ + F10 |
22 | მონიშნული სტრიქონების დამალვა | Ctrl + 9 | ⌘ + 9 |
23 | მონიშნული სვეტების დამალვა | Ctrl + 0 | ⌘ + 0 |
24 | ამატებს კომენტარს უჯრაში. თუკი უჯრას უკვე აქვს კომენტარი ხსნის მას რედაქტირებისთვის. | Sift + F2 | ⌘ + F2 |