ROWS
ფორმულის სახელი:
- ROWS
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს მონიშნულ სივრცეში არსებული სტრიქონების რაოდენობას
ფორმულის მოწყობა:
- =ROWS(Array)
ფორმულის არგუმენტები:
Array – სივრცე
ROWS გვაძლევს ჯამს მონიშნულ სივრცეში არსებული სტრიქონების რაოდენობისა. ფორმულაში შეგვაქვს ერთი არგუმენტი – Array – ანუ ერთი უწყვეტი სივრცე.
მაგალითი
როგორც ქვემოთ მაგალითშია მოცემული, A3:A8 უჯრებში ჩაწერილია Rows ფორმულები, რომლებში არის შეტანილი სხვადასხვა სივრცეები.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- A3 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 1, რადგან ფორმულაში შეტანილია ერთი უჯრა (C1) შესაბამისად მოიცავს ერთ სტრიქონს.
- A4 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 4, რადგან ფორმულაში შეტანილია C1:C4 უჯრები, რომლებიც მოიცავს სამ სტრიქონს.
- A5 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 8, რადგან ფორმულაში შეტანილია სივრცე (D3:D10) რომელიც მოიცავს 8 სტრიქონს
- A6 ურის პასუხია 2, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ფორმულა რამდენ სვეტს მოიცავს, ფორმულა ითვლის შეტანილ სივრცეში არსებული სტრიქონების რაოდენობას.
- A7 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 1,048,576 რადგან ექსელში, (2016 წლის და შემდგომ ვერსიებში) სტრიქონების რაოდენობა არის 1,048,576.
- A8 ფორმულის პასუხია 1, რადგან ფორმულაში შეტანილია მხოლოდ ერთი სტრიქონი.
მსგავსი სტატიები