LARGE
ფორმულის სახელი:
- Large
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- წერს მონიშნულ სივრცეში K სიდიდის (მაგ: მეორე ყველაზე დიდი რიცხვი, მეხუთე ყველაზე დიდი რიცხვი და ა.შ.) რიცხვს
ფორმულის მოწყობა:
=LARGE(array,k)
ფორმულის არგუმენტები:
- array – სივრცე (მონაცემთა მასივი )
- k – პოზიცია (სიდიდით მერამდენე)
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვაქვს სივრცე array, ამის შემდეგ ვუთითებთ ამ სივრცეში რიგით მერამდენე (K) დიდი რიცხვის გვაინტერესებს.
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
გვაქვს კომპანიების მიერ 2019 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და გვინდა გავიგოთ რა არის რიგით მეორე დიდი შემოსავალი.
როგორ გავაკეთოთ ეს Large ფორმულის გამოყენებით?
როგორც ვხედავთ B1 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია 85,600, რადგან რიგით მეორე ყველაზე დიდი რიცხვი არის 85,600 (ყველაზე დიდი რიცხვი ამ რეესტრში არის 97,400)
ანალოგიურად B2 და B3 უჯრებში მოცემული ფორმულების შედეგებია რიგით მეხუთე და რიგით მეშვიდე დიდი შემოსავლები.
მსგავსი სტატიები