IFERROR
ფორმულის სახელი:
- IFERROR
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- თუკი თქვენს მიერ მითითებულ უჯრაში წერია შეცდომა, მაშინ ამ შეცდომას ცვლის თქვენთვის სასურველი სიმბოლოთი(ებით) თუ არა გადმოაქვს მითითებულ უჯრაში არსებული მონაცემები უცვლელად
ფორმულის მოწყობა:
- =IFERROR(value,value_if_error)
ფორმულის არგუმენტები:
value – უჯრა
value_if_error – თუკი უჯრაში წერია შეცდომა რა დაგვიწეროს
ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა და თუკი მითითებულ უჯრაში წერია შეცდომა, მაშინ ფორმულის პასუხი იქნება ის რასაც მიუთითებთ value_if_error, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში უცვლელად გადმოგივტანს იმ მნიშვნელობას რაც წერია მითითებულ უჯრაში.
ექსელში არსებობს შეცდომის რამდენიმე ნიშნი და თოთოეული მათგანი აღწერს სხვადასხვა ტიპის შეცდომას, ესენია:
შეტყობინება | შეცდომის მიზეზი |
---|---|
#DIV/0! | რიცხვს ყოფდი 0-ზე ან ცარიელ უჯრაზე |
#NAME | ფორმულის სახელი არასწორად ჩაწერე |
#N/A | ფორმულა მიმართულია ცარიელი უჯრისკენ, ან ფორმულის შესაბამისი მონაცემები არ მოიძებნა |
#NULL | ფორმულის დაწერის დროს ზედმეტად ჩასმულია გამოტოვება (სფეისი) |
#NUM | ფორმულაში გამოყენებული არგუმენტი რომელიც არის რიცხვი ან რომლის პასუხიც არის რიცხვი არასწორია |
#REF | უჯრა ან სივრცე რომლისკენაც მიმართული იყო ფორმულა აღარ არსებობს |
#VALUE | ფორმულა შეიცავს ფუნქციას რომელიც არასწორად იქნა გამოყენებული, ან რომელიმე არგუმენტი არასწორად წერია |
მაგალითი
გვაქვს სამი სვეტი:
- მონაცემები – უჯრები რომელზეც არის მიმართული ფორმულები
- მონაცემების შიგთავსი – მონაცემების უჯრაში რეალურად რაც წერია
- ფორმულა
თუკი A სვეტის შესაბამის უჯრაში იქნება შეცდომა, მაშინ C სვეტში არსებულმა ფორმულამ დაგვიწეროს სიტყვა “შეცდომა“, თუ არადა გადმოიტანოს უჯრაში არსებული მონაცემები უცვლელად
შევხედოთ C2 უჯრაში ჩაწერილ ფორმულას, ფორმულის პასუხია „შეცდომა“ რადგან A2 უჯრაში წერია =10/0 და რადგან ნულზე გაყოფა არ შეიძლება A2 უჯრაში არსებული ფუნქციის შედეგია #Div/0!, რაც წარმოადგენს შეცდომის ერთ-ერთ სახეს.
ასევე C სვეტში „შეცდომა“ გვაქვს ყველა იმ შემთხვევაში სადაც A სვეტის შესაბამის უჯრაში ფორმულის შედეგია შეცდომა.
C5 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია „სახელი“, რადგან A5 უჯრაში წერია შეცდომისაგან განსხვავებული მონაცემი (სიტყვა „სახელი).
მსგავსი სტატიები